3
რეკლამა N8
რეკლამა N2
კახა ასკურავა: "ე.წ. აგიტატორების გარეშე ლანჩხუთში სასწაული მოვახდინეთ!"
კახა ასკურავა: "ე.წ. აგიტატორების გარეშე ლანჩხუთში სასწაული მოვახდინეთ!"
3-10-2021, 06:01

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა პარტიამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაქსიმალურ შედეგს მიაღწია და საკრებულოში მინიმუმ 5 კაცი გაჰყავს: "ლანჩხუთის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზაციამ პირველადი შედეგებითაც კი პატარა სასწაული მოახდინა. ჩემო სასწაულო მეგობრებო, ჩემო გმირებო, ჩემო სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულო ბიჭებო და გოგოებო, კი ვიცოდი, რომ სასწაულების მოხდენა შეგეძლოთ, მარა ქოცებმა რომ ფეირვერკი ისროლეს ჰაერში, იმაზე ნაკლები თანხით, არცერთი ე.წ აგიტატორის გარეშე,  დაზუსტებულად ხუთი კაცის და დიდი ალბათობით, ექვსი კაცის გაყვანას შევძლებდით საკრებულოში, ამას ვერ ვიფიქრებდი! დანარჩენს დეტალურად, ცივი გონებით ვუპასუხებ "ქართული ოცნების" იმ წევრებს, ვისაც ერთი ხმის მოუტანაც კი არ შეუძლიათ და როცა "ქართული ოცნება" დასრულდება და ეს ძალიან მალე მოხდება, გზაზე მანქანას არ გაუჩერებს არავინ, სადმე ხომ არ მიდიხარო..." _ წერს კახა ასკურავა.
ლანჩხუთის ახალ საკრებულოში „ნაცმოძრაობიდან“ შევლენ _ კახა ასკურავა, გიორგი გოგუაძე, ირმა მგელაძე, გივი ცინცაძე და კახა გუჯაბიძე.
"გურია თუდეის" ინფორმაციით, "ნაცმოძრაობამ" ლანჩხუთში 3659 ხმა მიიღო, რაც 21,76%-ია. რაც შეეხება მაჟორიტარებს, "ნაცმოძრაობამ" ვერცერთ საარჩევნო უბანზე მისი გაყვანა ვერ მოახერხა, ხოლო მთავარი ოპოზიციური ძალის მხარდაჭერილი ლია მუხაშავრია, ჩვენს ხელთა არსებული მონაცემებით, მესამე ადგილზე გავიდა.

  • ნანახია: 454-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021