3
რეკლამა N8
რეკლამა N2
"ყველა მოლოდინს გადავაჭარბეთ" _ ლანჩხუთის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 2/3-ზე მეტი შეჰყავს!
"ყველა მოლოდინს გადავაჭარბეთ" _ ლანჩხუთის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 2/3-ზე მეტი შეჰყავს!
3-10-2021, 04:48

ლანჩხუთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „ქართული ოცნების“ დიდი გამარჯვებით დასრულდა. ყველა მაჟორიტარი მმართველმა პარტიამ გაიყავანა! ქალაქი _ კახა კვიტაიშვილი, შუხუთი-ნიგოითი _ ზაზა წულაძე, აცანა-მამათი-აკეთი _ ემზარ თევდორაძე, მაჩხვარეთი-გვიმბალაური-ჩიბათი _ გიორგი ჩახვაძე, ლესა-ჯურუყვეთი-ეწერი _ ელისო ჭიჭინაძე, ნიგვზიანი-ნინოშვილი _ ბესიკ ტაბიძე, სუფსა _ ია მოქია, ჩოჩხათი _ რევაზ კვერენჩხილაძე, ღრმაღელე _ კახა თედორაძე. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ზემოჩამოთვლილ 9 მაჟორიტარს "ოცნება", დიდი ალბათობით, 10-ს დაამატებს. ესენი არიან: კარლო წილოსანი, გიორგი იმნაიშვილი, ვერიკო კვირკველია, გოგი ხელაძე, ვლადიმერ ნანაძე, ლოლიტა ურუშაძე, ნინო მშვიდობაძე, გოგი მორჩილაძე, დარეჯან ბურჭულაძე და სპარტაკ კვაჭაძე. გამოდის, რომ 27-კაციან საკრებულოში „ოცნებას“ 19 წევრი ეყოლება, ანუ2/3-ზე მეტი!
"ყველა მოლოდინს გადავაჭარბეთ. შეფასდა, როგორც მაღალ დონეზე ჩატარებული არჩევნები. ახლა რაც გინდათ, ის იყვირეთ აქციებზე, რომელთა გამართვა, ცხადია, დაგეგმილი გაქვთ. მიშა ციხეშია, თქვენ გაფარჩაკებულები უკვე მერვედ, "ქართული ოცნება" კი მერვედ გამარჯვებული!!! ჰოდა, დადექით ახლა, წინ თაკო დაიყენეთ და მართეთ მიტინგები ქუჩაში, მაინც მხოლოდ მანდაა თქვენი ადგილი!!! გილოცავთ და გმადლობთ!!! ლანჩხუთში კი ალექსანდრე სარიშვილი უპირობო ლიდერია. ყველა მაჟორიტარი გასულია. ხოლო პარტიული სიით 10 ადამიანი აუცილებლად შევა საკრებულოში!!! დიახ, ყველაფერი მაღალ დონეზე ჩატარდა!!!" _ წერს ლანჩხუთის მომავალი საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნინო მშვიდობაძე.

  • ნანახია: 593-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021