3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ლანჩხუთის საკრებულოში, შესაძლოა, ქედელი, ხელვაჩაურელი, ბათუმელი და თბილისელი მოხვდნენ!
ლანჩხუთის საკრებულოში, შესაძლოა, ქედელი, ხელვაჩაურელი, ბათუმელი და თბილისელი მოხვდნენ!
5-09-2021, 10:46

ვერ გეტყვით, რატომ არ ხმაურდებოდა ოფიციალურად "ქართული ოცნების" პარტიული სია, არც ის გვგონია, რომ მმართველი პარტიის ლანჩხუთის შტაბში ცრურწმენების სჯერათ, თუმცა ფაქტია, რაც "გურია თუდეიმ" ექსკლუზიურად გაახმაურა, 100%-ით დადასტურდა.
ჩვენ "ოცნების" პირველი 11-ეული შემოგთავაზეთ და ნუმერაციაც დაემთხვა ოფიციალურს. ჩვენი ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ, თითქმის 60-კაციანი სია წარადგინა საოლქოში, მაგრამ რადგან ადგილი 18-ია, ჩვენც ამდენივეკაციან სიას გთავაზობთ:
1. კარლო წილოსანი, 2. გიორგი იმნაიშვილი, 3. ვერიკო კვირკველია, 4. გიორგი ხელაძე, 5. ლადო ნანაძე, 6. ლოლიტა ურუშაძე, 7. ნინო მშვიდობაძე, 8. გოგი მორჩილაძე, 9. დარეჯან ბურჭულაძე, 10. სპარტაკ კვაჭაძე, 11. ალექსანდრე მახათაძე, 12. მაია ჩხაიძე, 13. ბესიკ კუპრაძე, 14. ვენე კვირკველია, 15. თამარ რამიშვილი, 16. როლანდ აბაშიძე, 17. რეზო კვაჭაძე, 18. ნანა ბერია.
რა თქმა უნდა, 18 კაცის გაყვანა მხოლოდ თეორიულად შეიძლება, "ქართული ოცნების" კულუარებში ვარაუდობენ, რომ ლანჩხუთში 10-11 კაცის გაყვანას შეძლება, რაც საკმაოდ რთულია და თუ ეს მოახერხეს, საუცხოო შედეგი იქნება.
ამ ეტაპზე კიდევ ერთი პარტიის სია გვაქვს, რომელმაც წინა ადგილობრივ  არჩევნებში ლანჩხუთში ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. საუბარია "ევროპულ საქართველოზე", რომლის პირველი ნომერი აქამდეც ერთ-ერთი ლიდერი და ახლა უკვე ადგილობრივი ოფისის თავმჯდომარე რამაზ გვარჯალაძე იქნება. მეორე ნომერია მოქმედი საკრებულოს წევრი, ყოფილი თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი.
ზოგადად "ევროპელებში" თანმიმდევრობა პირობითია და შიგა კონკურენციის პრინციპი იმოქმედებს საკრებულოში შესასვლელად, თუმცა მაინც საინტერესოა ეს სიმბოლური სიაც: 1. რამაზ გვარჯალაძე, 2. ამირან გიგინეიშვილი, 3. ბესარიონ დოლიძე, 4. თეა ორაგველიძე, 5. ელეონორა გოგიჩაიშვილი, 6. კახაბერ პატარაია, 7. რევაზ კუკულაძე, 8. აკაკი სივსივაძე, 9. ხატია კესარელი, 10. ენვერ ვაშაყმაძე, 11. ლეილა ორაგველიძე.
უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ "მესამე ძალას" (გიორგი ვაშაძე/სტრატეგია აღმაშენებელი) ლანჩხუთში პირველ ნომრად ეყოლება გამოცდილი პოლიტიკოსი ლელა ჩახვაძე, რომელიც მოქმედი საკრებულოს წევრია. 
დასასრულ "გურია თუდეის" ექსკლუზივი: დიახ, ლანჩხუთის საკრებულოში მოხვედრის თეორიული შანსი აქვთ არა მხოლოდ ლანჩხუთელებს, არამედ სათაურში ჩამოთვლილი ქალაქებისა თუ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს. ეს იმ შემთხვევაში, თუ "გირჩი - მეტი თავისუფლება" ორ კაცზე მეტს (პირველი ეკა გავაშელაშვილი, მეორე ვახტანგ ზენაიშვილია) გაიყვანს. სწორედ ხელვაჩაურის, ქედის, ბათუმის, ქუთაისის, თბილისისა და სხვა ქალაქების წარმომადგენლებს უკავიათ შემდეგი ადგილები. როგორც პარტიის კულუარებში ამბობენ, მათ სიაში მყოფებზე ზეწოლები ხორციელდება და ფორმალური სიები (2 კაცზე მეტის გაყვანა მხოლოდ თეორიულად შეიძლება) ისეთი პირებით შეავსეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ზეწოლას არ შეუშინდებიან...

  • ნანახია: 182-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021