3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
"ეზოში ვზივარ და მოსეირნე მოაგარაკეებს გავცქერი და..." _ სად შეხვდა დარეჯან ბიწაძე პრეზიდენტს?
"ეზოში ვზივარ და მოსეირნე მოაგარაკეებს გავცქერი და..." _ სად შეხვდა დარეჯან ბიწაძე პრეზიდენტს?
7-09-2021, 09:28

ლანჩხუთის შემოქმედთა მუზეუმის დირექტორი დარეჯან ბიწაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ნათქვამია, მთა მთას არ შეხვდება და კაცი კაცს - ყოველთვისაო. ბახმაროს მთებში შვებულების ბოლო, 30 აგვისტოს დღე მიიწურა. ეზოში ვზივარ და მოსეირნე მოაგარაკეებს გავცქერი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი შევნიშნე და მოკრძალებით გამოველაპარაკე. მშვენიერებისა და სილამაზის ხიბლით შემკობილ, თავდაუზოგავ, მადლიანი საქვეყნო საქმის საკეთილდღეოდ დაბადებულს, რომელსაც არ ეშლება კაცობრიობის განვითარების უმთავრესი მცნება -კაცთმოყვარეობის როლი და ადგილი. გავიხსენე ჩვენი პირველი შეხვედრა 2018 წლის თებერვალში, ქალბატონ მერი ქსოვრელის ნამუშევრების პერსონალური გამოფენის გახსნის დღეს. სურათის გადაღება მაშინ ვერ მოვახერხე. ეს ისტორიული ფოტო კი შემორჩა ჩემი ცხოვრების ბახმაროში გატარებული მე-60 წლის საიუბილეო თარიღს. წარმატებები და ულევი სიხარული ქვეყნის პრეზიდენტს, ქალბატონ სალომეს" _ წერს თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმის ხელმძღვანელი.
„გურია თუდეი“ სარგებლობს შემთხვევით და ლანჩხუთში შემოქმედთა გამორჩეულ მოამაგესა და მათი მთავარი ნავსაყუდელის მთავარ მასპინძელს _ ქალბატონ დარეჯან ბიწაძეს, დიდი სიყვარულით ულოცავს საიუბილეო თარიღს! 

  • ნანახია: 305-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021