3
რეკლამა N8
რეკლამა N2
ლანჩხუთელი რიმა ასკურავა აშშ-ის სასამართლო დოკუმენტების ექსპერტთა ასოციაციის წევრი ხდება!
ლანჩხუთელი რიმა ასკურავა აშშ-ის სასამართლო დოკუმენტების ექსპერტთა ასოციაციის წევრი ხდება!
14-08-2021, 21:37

ლანჩხუთელი რიმა ასკურავა, რომელიც ექსპერტ-კრიმინალისტია, ორ თვეში, აშშ-ში სასამართლო დოკუმენტების ექსპერტთა ასოციაციის წევრი გახდება. „გუშინ ზუმის საშუალებით პრაქტიკის ტესტი ჩავაბარე, ჩემდა გასაკვირად უშეცდომოდ, რომლის შედეგითაც ოქტომბერში ამერიკის სასამართლო დოკუმენტების ექსპერტთა ასოციაციის წევრი გავხდები (Association of Forensic Document Examiners)! მე ვიქნები მეორე ადამიანი მთლიან კალიფორნიაში ამ დიდი და საინტერესო ოჯახის წევრი. სხვათაშორის, ასაკით ყველაზე უმცროსი. ის ერთი წევრი ჩემი კარგი მეგობარი და მასწავლებელია! მადლობა ჩემს მშობლებს, ოჯახს, მასწავლებლებს, მეგობრებს და ყველა კეთილისმსურველ ადამიანს!“ _ ამბობს რიმა ასკურავა.
„გურია თუდეი“ დიდ წარმატებებს უსურვებს ადამიანს, რომელიც ცნობილია ქველმოქმედებითა და კეთილი საქმეების კეთებით, არის თავისი საქმის პროფესიონალი, რაც ამ აღიარებითაც დადასტურდა!

  • ნანახია: 760-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021