3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
რას პირდებოდა ალექსანდრე სარიშვილი ლანჩხუთელებს 4 წლის წინ...
რას პირდებოდა ალექსანდრე სარიშვილი ლანჩხუთელებს 4 წლის წინ...
1-08-2021, 09:08

ლანჩხუთის მერის პოსტზე „ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი იქნება! გურიაში ლანჩხუთი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც „ოცნებამ" მოქმედი მერი დაასახელა - ოზურგეთში მმართველმა გუნდმა არჩევანი ავთანდილ თალაკვაძეზე, ხოლო ჩოხატაურში დავით შარაშიძეზე შეაჩერა.
„ჩემთვის უდიდესი პატივია მმართველი პარტიის მიერ უკვე მეორედ გამოცხადებული ნდობა. ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა როგორც მმართველი გუნდის, ასევე ლანჩხუთელების წინაშე. მე ვიცი, რას  ნიშნავს ატარებდე ლანჩხუთის მერის სახელს, როგორი რთული, გამოწვებებით სავსე და საამაყოა ეს საქმე ამავდროულად. ჩემი მერობის პერიოდში, ჩვენ ღირსეულად გავართვით თავი არაერთ პრობლემას, განვახორცილეთ სხვადასხვა დიდი თუ მცირე პროექტი ინფრასტრუქტურაში, განათლებაში, კულტურასა და სოციალურ სფეროში. ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს და ამის გარანტი არის სწორედ „ქართული ოცნების" ძლიერი გუნდი, რომლის მხარდაჭერით კიდევ უფრო სერიოზული გეგმები  გვაქვს და რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავს მოცემულ პოლიტიკურ ველზე. მე ვიცი, რომ „ერის სამსახური პრივილეგიაა, რომელიც უნდა დაიმსახურო". მადლობა ამ პრივილეგიისთვის მმართველ გუნდს, რომელიც კიდევ ერთხელ მენდო, მადლობა ყველა ლანჩხუთელს - თანამშრომლობის,  თანადგომისა და ერთგულებისთვის! მჯერა, ამ საარჩევნო მარათონსაც ერთად გავივლით და პირველივე ტურში ერთად გავიმარჯვებთ!" _ აცხადებს ლანჩხუთის მოქმედი მერი.
"გურია თუდეიმ" გადახედა არქივს, თუ რას პირდებოდა ალექსანდრე სარიშვილი ლანჩხუთელებს 4 წლის წინ:
"ჩვენ ძალიან მწირი ბიუჯეტი გვაქვს. ძირითადად ტრანსფერზე ვართ დამოკიდებული. უმუშევრობა ლანჩხუთელების ყველაზე დიდი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურული პრობლემებიც. წყალმომარაგების სისტემაა მოსაწესრიგებელი, გაზიფიცირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამ საკითხებს აუცილებლად მოვაგვარებთ, მაგრამ, ვფიქრობთ, ჩემთვის პრიორიტეტი მაინც განათლების ხელშეწყობა იქნება, რაც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია.  განათლების განვითარება სკოლამდელი ასაკიდან უნდა დაიწყოს. უმნიშვნელოვანესია უფასო ბაღების პროგრამა. პირადად ჩემთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე მეტად თუ არა, არანაკლებ მნიშვნელოვანია. სკოლამდელ აღზრდას უდიდესი ყურადღება ექცევა. ახალი ბაღების მშენებლობა, ძველების მოწესრიგება, ჩვენი პრიორიტეტი იქნება. რის საშუალებასაც ჩვენი ბიუჯეტი მოგვცემს, ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემი გამოცდილება იმაშიც გამომადგება, რომ ბიუჯეტი მიზნობრივად, პრიორიტეტების მიხედვით  დავგეგმოთ.  მეც ჩვეულებრივი ლანჩხუთელი ვარ. მეც იგივე ცხოვრებით ვცხოვრობ, იგივე პრობლემები მაქვს. ბევრი ლანჩხუთელის მსგავსად, მეც მაქვს თხილის პატარა მეურნეობა... 
ძალიან ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს ჩვენთან. მეურნეობას ისე აკეთებენ, არც პროგრამა აქვთ და არც უახლესი ტექნოლოგიები. გურული გლეხი, გონებამახვილი და პრაქტიკულია და მათ მაქსიმალურად მივაწვდი ინფორმაციას, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის შესახებ. ვინც მიცნობს, იცის, ტყუილს და ზოგადად, დაპირებებს, ვერ ვიტან. მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევ და მაქსიმალური კომუნიკაცია მექნება თითოეულ ადამიანთან. მე უნდა ვემსახურო მათ და მათთან ერთად, გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ ყველა გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით." _ აცხადებდა 4 წლის წინ, როცა მერად აირჩიეს.
რამდენად გაამართლა ლანჩხუთელთა იმედები, ეს 2 ოქტომბერს გამოჩნდება...

  • ნანახია: 306-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021