რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ლანჩხუთის შემოსასვლელში ხიდი ჩავარდა _ ექსკლუზიური ფოტოები ადგილიდან
ლანჩხუთის შემოსასვლელში ხიდი ჩავარდა  _ ექსკლუზიური ფოტოები ადგილიდან
4-07-2021, 20:12

ამ წუთებში, მთავარ მაგისტრალზე, ქალაქ ლანჩხუთის შემოსასვლელთან, სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე საცობია და ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობს. ანალოგიური მდგომარეობაა რამდენიმე დღეა, რისი მიზეზიც მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებია. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ახალი ხიდის გასაკეთებლად რატომღაც ზაფხულის დღეები შეარჩია, როცა მაგისტრალი განსაკუთრებით დატვირთულია. ამიტომაც მძღოლებს ზოგჯერ საცობში ნახევარსაათიანი ლოდინი უწევთ.
ამ საღამოს კი მშენებარე ხიდის ძველი ნაწილი ჩამოიშალა, რამაც გზის სავალი ნაწილი მთლიანი ჩახერგა და მთავარი მაგისტრალი პარალიზებული გახდა. მსუბუქ ავტომობილებს შემოვლითი გზით უწევდათ გადაადგილება, ხოლო სატვირთოებს რეკომენდაციას აძლევდნენ, სამეგრელოდან ევლოთ. მას შემდეგ, რაც გზა გაიწმინდა, მაგისტრალზე მოძრაობა აღდგა, ოღონდ ისევ შეფერხებებით. ადგილზე იმყოფებოდნენ გუბერნიისა და მერიის ხელმძღვანელი პირები, მაგისტრალზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.


  • ნანახია: 858-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker