3
რეკლამა N8
რეკლამა N2
გურული (პარადო)გზები _ ჩინოსანმა აფალტი ეზოში დააგებინა...
გურული (პარადო)გზები _ ჩინოსანმა აფალტი ეზოში დააგებინა...
1-07-2021, 14:22

"გურია თუდეი" ექსკლუზიურად აცნობეს, რომ გურიაში, კერძოდ კი, სოფელ ძიმითში მერის წარმომადგენლის მოადგილემ ასფალტი საკუთარ ეზოში დააგო, რამაც მეზობლების გულისწყრომა გამოიწვია.
"ჩვენ ვცხოვრობთ თირის უბანში, სადან მიმდინარეობს გზის მოასფალტება. შეიძლება ითქვას, რომ საუკუნის პროექტია ეს საქმე და ძალიან გაგვიხარდა ყველას, რომ ნორმალური გზა გვეღირსებოდა. დაიწყო სამუშაოები, ასფალტირება და აქ მოხდა სწორედ სასწაული. არავის ჭიშკართან არ დააგეს გზა, მხოლოდ სოფლის გამგებლის მოადგილის ჭიშკარი შეარჩიეს და არა მარტო ჭიშკარი, ეზოშიც გვარიანად დაუგეს და სახლის კიბესთან გაჩერდნენ" _ გვითხრა მოსახლეობამ.
"გურია თუდეის" ექსკლუზიურად მოაწოდეს ფაქტის ამსახველი ფოტოებიც.
 მოგვიანებით აღნიშნული ფაქტი ფეისბუქგვერდზე „ძიმითი და ძიმითელები“ გამოქვეყნდა და საკმაოდ მწარ-მწვავე კომენტარებიც მოყვა.
ძიმითში ასფალტის დაგების ფაქტს ცენტრალური მედიაც გამოეხმაურა, სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებაში ერთ-ერთი ტოპნიუსი გახდა რწმუნებულის მოადგილის ჭიშკართან  და ეზოში დაგებული გზა.
ტვ-“პირველმა“ სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა სოფელში მიმდინარე ასფალტირებას, რომელსაც რწმუნებულის მოადგილე მიხო სიხარულიძის კომენტარიც მოყვა: აქაოდა, სახელმწიფო მნიშველობის გზა გადის ჩემს ეზოში და იმიზა დაიგო ასფალტიო.
მოგვიანებით, ოზურგეთის მერიამ განცხადებაც გაავრცელა და მედია სიცრუის ტირაჟირებაში დადანაშალა:“სინამდვილეში, გზის მონაკვეთი წარმოადგენს სოფელ ძიმითის ცენტრალური გზის ერთ-ერთ შესახვევს, სადაც ცხოვრობს 4 ოჯახი, რომლებიც სარგებლობენ საერთო ჭიშკრის შესასვლელით, რადგან კერძო საკარმიდამო ნაკვეთებში, პირუტყვი ჩადიოდა, ოჯახებმა საერთო სარგებლობის ჭიშკარი დაამონტაჟეს. საჯარო რეესტრის რუკაზე აღნიშნული შესახვევი დაფიქსირებულია როგორც გზა, შესაბამისად, საპროექტო დოკუმენტაციაში პროექტში გათვალისწინებული იქნა, როგორც გზის მიერთება და მონაკვეთზე მოხდა ასფალტის საფარის მოწყობა“.
კიდევ სხვა მრავალი “გასაპრავებელი“ რამ წერია მერიის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის გამოხმაურება უკვე მოყვა.
ისინი აცხადებენ, რომ ასეთი შესახვევი თირის უბანში მრავალია და მაშინ სხვა შესახვევებმა რა დააშავეს?! ან როცა პროექტზე მიმდინარეობდა მუშაობა, რატომ არ იყო ადგილობრივი მოსახლეობა ჩართული მის შედგენაში და ა.შ.
მოკლედ, ძიმითში განვითარებულმა ამბებმა შესაძლოა ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის პოპულარობაც კი დაჩრდილოს.  2020 წლის თებერვალში ლაგოდეხის ერთ-ერთ ქუჩაზე ასფალტის საფარი მოეწყო. მერიამ ფაქტის შესახებ საკუთარ ფეისბუქგვერდზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. თითქოს არაფერი, მაგრამ ერთმა ფოტომ ლაგოდეხის მერი სოციალური ქსელების “ვარსკვლავად“ აქცია. ვინაიდან ასფალტირების პროცესს მერი არ დასწრებია, მისი ფოტო,      შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ასფალტირებულ ქუჩაზე ფოტოშოპის საშუალებით დაამონტაჟეს და პიარის  მოყვარული მერი იქვე მდებარე სახლებზე უფრო მაღალი გამოიყვანეს.
შედარება ამ შემთხვევაში ცოტა რთულია, რადგან პირველ შემთხვევაში ფოტოშოპთან გვქონდა საქმე, თუმცა იმ კაცს ასფალტი საკუთარი სახლის ეზოში ნამდვილად არ დაუგია. რაც შეეხება, გურიაში მომხდარ ფაქტს, ქილიკი მოჰყვა, იცოცხლეთ. სხვანაირად როგორ იქნებოდა, თანაც გურიაში, როცა სხვის ჭიშკართან არაფერია გაკეთებული და ჩინოსანი ამბობს, სახელმწიფო მნიშვნელობის გზა გადის ჩემს ეზოშიო. 
ბოლო ინფორმაციით, მოსახლეობას შეპირდნენ, რომ ასფალტი ყველა ჭიშკარს შეუერთდება, ხოლო ეზოებზე როგორც “ ჯოკერშია“ - პასიო! დაუბარებიათ ბოლო დღეებში სოფელში აქტიურად გამოჩენილ ჩინოსნებს.
“ გურია თუდეი“ მოვლენების განვითარებას დააკვირდება და გურიის სხვა სოფლების  გზებსაც გადახედავს, რომელიმე ჩინოსნის ჭიშკართან ან ეზოშიც ხომ არ ხდება ბიუჯეტის ფულითა და “სახელმწიფო მნიშვნელობის გზის“  სახელით მოასფალტებ-მობეტონება...

  • ნანახია: 341-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021