3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ლანჩხუთში სასაფლაოების გაქურდვაში დედა 5, 8 და 11 წლის შვილებს იხმარდა?
ლანჩხუთში სასაფლაოების გაქურდვაში დედა 5, 8 და 11 წლის შვილებს იხმარდა?
17-06-2021, 13:30

ლანჩხუთის სოფლებში ათეულობით სასაფლაო გაქურდეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, საფლავებიდან ძირითადად ალუმინისა და რკინის ჭიშკრებია წაღებული, რომელთა მოხსნა იოლადაა შესაძლებელი. ასევე  საფლავებზე არსებული ნივთებიცაა მოპარული.
სამწუხაროდ, ამ ვანდალურ შემთხვევებზე ფოთელი ქალი დააკავეს, რომელიც არსებული ინფორმაციით, საკუთარი ავტომობილით მიდიოდა სასაფლაოებზე და  ნაქურდალიც ავტომობილით მიჰქონდა. ამ ეტაპზე მას  30-მდე სასაფლაოს გაქურდვა ედება ბრალად, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, იგი ამ საქმეზე უკვე იყო დაპატიმრებული.
ლანჩხუთში სასაფლაოებს რომ მასიურად ქურდავდნენ, ამის შესახებ ორიოდ თვის წინ, სოციალურ ქსელში დაწერა ლანჩხუთელმა ოპოზიციონერმა კახა ასკურავამ. „როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების, სუფსის და ჩოჩხათის ზონის მკვიდრებმა მომაწოდეს ინფორმაცია და რომელებსაც მათივე უსაფრთხოების გამო საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ სურთ, სააღდგომოდ სასაფლაოს გასაწმენდად ასულებს მათი წინაპრების საფლავები გაქურდული დახვდათ. წაღებულია არამხოლოდ ალუმინის მესერი, ასევე რკინის კონსტრუქციაც. როგორც იგივე წყარო მიყვება, საუბედუროდ, მათი წინაპრების საფლავები გამონაკლისი არაა და როგორც ადგილობრივები ამბობენ საფლავებიდან სხვადასხვა სახის ლითონის ქურდობას მასიური ხასიათი აქვს. აქ ალბათ ჩემი რაიმე ტიპის კომენტარი სრულიად ზედმეტი იქნება. დარწმუნებული ვარ ეს სოფლები არ იქნება გამონაკლისი და უბრალოდ სხვა სოფლებიდან ინფორმაცია არ მაქვს!“ _ წერდა ასკურავა.
სავარაუდოდ, ჯურუყვეთის თემში არსებული სასაფლაოების გაქურდვაში მხილებულს, სუფსის ზონაში მომხდარ ფაქტებზეც მოუწევს გამოძიებისთვის პასუხის გაცემა. ამ სამწუხარო ფაქტს კიდევ უფრო შემაშფოთებელს ხდის გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ქალს, სავარაუდოდ, იმდენად უჭირდა, სასაფლაოების გაძარცვაში მცირეწლოვან (5,8,11 წლის) შვილებს იხმარდა!!! 
არსებული ინფორმაციით, სწორედ შვილების ასაკის გამო, ქურდობაში მხილებულ ქალს წინასწარი პატიმრობა არ მიესაჯა...
ლანჩხუთელი ოპოზიციონერ კახა ასკურავა თვლის, რომ ეს ქალიც მსხვერპლია: „სასაფლაოების ქურდობასთან დაკავშირებით, რომელსაც ინტენსიური ხასიათი ჰქონდა ამ ბოლო დროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, დაკავებულია ახალგაზრდა, სამი მცირეწლოვანი ბავშვების დედა, რომელიც შვილებთან ერთად ქურდავდა სასაფლაოებს... რა გინდა რომ თქვა ამ დროს? რა კომენტარი შეიძლება გააკეთო? ვინ უფრო დიდი დამნაშავეა ამ დროს, ხელისუფლება თუ დამნაშავე, რომელიც შესაძლოა მსხვერპლი უფროა იმ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, რაც ამ ქვეყანაში მძვინვარებს?!“ _ აცხადებს ლანჩხუთელი ოპოზიციონერი.

  • ნანახია: 404-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021