რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ლანჩხუთელმა ქალებმა ორგზის ჩემპიონი სტუმრად გაანადგურეს, მოქმედს _ 10 ქულით გაუსწრეს!
ლანჩხუთელმა ქალებმა ორგზის ჩემპიონი სტუმრად  გაანადგურეს, მოქმედს _ 10 ქულით გაუსწრეს!
3-06-2021, 18:01

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა სტუმრად ქუთაისის „მართვე“ 9:0 გაანადგურა. ხაბურზანიამ, ბაქრაძემ, ჭყონიამ და თოდაძემ დუბლები შეასრულა, ერთიც კალანდაძემ გაიტანა. ქვეყნის ორგზის ჩემპიონებს ცუდი დროება უდგათ, ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე არიან და გიორგი ჩხაიძის შეგირდების იოლი გამარჯვება მოულოდნელი არც ყოფილა. ახლა „ლანჩხუთი“ 9 შეხვედრიდან ქულათა მაქსიმუმით (27) ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშებას და უკვე 10 ქულით უსწრებს მოქმედ ჩემპიონ „ნიკეს“, რომელმაც მოულოდნელად, შინ წაიფორხილა და ხობის „კოლხეთთან“ 2:3 წააგო.
03.06.2021 ქუთაისი. მართვე 0:9 ლანჩხუთი
0:1 ხაბურზანია (9), 0:2 ბაქრაძე (15), 0:3 ჭყონია (20), 0:4 თოდაძე (22), 0:5 კალანდაძე (35), 0:6 ბაქრაძე (57), 0:7 თოდაძე (74), 0:8 ხაბურზანია (75), 0:9 ჭყონია (86)

  • ნანახია: 242-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker