3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ლანჩხუთში ბოლო ზარის დღეს დატრიალებული ტრაგედია _ რა მოხდა ქვიანში?
ლანჩხუთში ბოლო ზარის დღეს დატრიალებული ტრაგედია _ რა მოხდა ქვიანში?
20-05-2021, 21:03

ლანჩხუთში დატრიალებულმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა _ მაშინ, როცა სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა, ქვიანში, მე-11 კლასელმა გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, გოგონა დილით სკოლაში არ წასულა, იყო ეკლესიაში, რომელიც დაკეტილი დახვედრია და სახლში დაბრუნებულს მალევე სუიციდი განუხორციელებია.
გარდაცვლილი მოსწავლის ბებია, ტრაგედიის დეტალებზე ჟურნალისტებს მოუყვა: 
"სანამ სკოლა დაიწყებოდა, კვირას, დედამისთან დააპირა წასვლა. დედა ქუთაისში ცხოვრობს. მშობლები გაცილებულები არიან. წასასვლელად ემზადებოდა, როცა შვილიშვილმა ამბავი მოიტანა, რომ ხვალ სკოლა იწყებაო. მე ვუთხარი, ქეთი შენ თუ წასვლა გინდა, დღეს წადი და ხვალ ჩამოდითქო. ამის მერე სატელეფონო კონტაქტტზე არ გამოდიოდა, როცა ძმა ან მამა უკავშირდებოდა. კონტაქტზე რომ არ გამოდიოდა, მამამისი თურქეთიდან საყვედურს უთვლიდა. როგორ მაკადრე ეს, პასუხს რატომ არ მცემო“ - განცხადა გარდაცვლილის ბებიამ "ტვ-პირველთან“ საუბარში. 
მისი თქმით, არ იცის ტრაგედიის მიზეზი რა გახდა: „ვფიქრობ, რომ ვითომ მამამ დასაჯა, ტელეფონი და ლეპტოპი არ იმასქნაო... დღეს, ეკლესიიდან რომ მოვიდა, მე მამამისს ველაპარაკებოდი. მითხრა, ქეთოს კიდევ აქვს ტელეფონიო?! არაფერი მითქვამს, ის კი უკანა კარებიდან გავიდა. სახლში რაღაც საქმეს ვაკეთებდი და ყურადღება უცებ არც მივაქციე _ ვიფიქრე, სიცხეა ოთახში და ეზოში გავიდოდა... 5-10 წუთი რომ დააგვიანა, რაღაც ვერ მოვითმინე და შვილიშვილს ვუთხარი _ სად წავიდა, ნახეთქო. მეგობრის ოჯახში გაგზავნა სმს და სანამ პასუხი მოვიდოდა, მე წავედი სანახავად. ბოსელში შევედი, იქნებ აქ იმალებათქო. ფეხზე დამდგარი იყო, ყელზე კი თოკი ჰქონდა... ვიკივლე და იქვე რკინიგზაზე ხალხი მუშაობდა, ვიკივლე და ისინი მოვიდნენ... მერე სასწრაფო დახმარებაც მოვიდა... გეფიცებით, მეტი არაფერი ვიცი... არც ის ვიცი, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რატომ დაგვღუპა და დაგვაქცია ასე...“ - ამბობს გარდაცვლილის ბებია.
„გურია თუდეი“ გამოთქვამს დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

  • ნანახია: 848-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021