3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ასეთი რამ გურულებს თუ მოუვათ _ "ჩიბათის“ კარში 90 წუთი მინდვრის მოთამაშე იდგა!
ასეთი რამ გურულებს თუ მოუვათ _ "ჩიბათის“ კარში 90 წუთი მინდვრის მოთამაშე იდგა!
16-05-2021, 08:21

ჯერ ბოდიშით უნდა დავიწყოთ, რეგიონულ ლიგაში მოთამაშე „ჩიბათი“ ჩრდილში დაგვირჩა. არადა, დიდი გეგმები ისახებოდა _ „გურია“ რომ შეკრებილიც არ იყო, „ჩიბათი“ ურეკისა თუ გრიგოლეთის სასტუმროებში იყო დაბანაკებული. კობა მირზაშვილი მივიდა გუნდში, რომლის ოჯახსაც წლების წინ „გურიასთვის“ გაკეთებული არ დაუფასდა. ახლაც აღმოჩნდა, რომ მარტო ერთი კაცის მონდომება საქმეს არ შველის და ისე აღმოჩნდა, რომ ზედ სეზონის წინ, „ჩიბათი“ მთავარმა მწვრთნელმა გოჩა გუჯაბიძემ დატოვა. ვის უხმობდნენ გუნდში, თუ არა ამ კლუბის ლეგენდარულ მწვრთნელს, რამაზ (კიკირიკო) ფირცხალაიშვილს... და აი, პირველი თამაში წყალტბოში, „სამგურალი-2“-თან... უმეკარეოდ! თამაშამდე ორივე მეკარე დაიმტვრა. 
გასახდელში შესული „ვიქტორიჩი“ დილემის წინაშე იყო _ გუნდში დარჩენილი 11 ფეხბურთელიდან მეკარე უნდა ამოერჩია. არჩევანი „გურიას“ ექს-მოთამაშე ნიკა წერეთელმა გააკეთა, წლების წინ, კარში არა და დიდი ფეხბურთის თამაშს რომ უწინასწარმეტყველებდნენ... ნიკამ ისე მაგრად ითამაშა, იკერ კასილასი გეგონებოდაო და მართალია, მისმა გუნდმა 1:2 წააგო, მაგრამ არც ერთ გაშვებულ გოლში მისი არა და როგორც ჩიბათლები თვლიან, მსაჯის წვლილია!
მოკლედ, მისი მეკარეობით „ჩიბათს“ არაფერი წაუგია, მაგრამ გამოცდილი მოთამაშე გუნდს წინაც ხომ გამოადგებოდა...

  • ნანახია: 595-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021