რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
შემოტრიალება ლანჩხუთრად _ გურულმა ციცებმა თბილისელი ქალღმერთები დაამარცხეს
შემოტრიალება ლანჩხუთრად _ გურულმა ციცებმა თბილისელი ქალღმერთები დაამარცხეს
12-05-2021, 14:00

ლანჩხუთში 1000-ზე მეტმა ქომაგმა იხილა ქალთა ლიგის მთავრი ორთაბრძოლა _ ბოლო დროის ორი წამყვანი ქართული გუნდი „ევგრაფი შევარდნაძეზე“ დაუპირისპირდა ერთმანეთს. აქამდე უდანაკარგო გურულებს მოგება სერიოზულ განაცხადს აკეთებინებდა (მთავარ მეტოქეს 5 ქულით გაუსწრებდა), ხოლო ხობში მოულოდნელად წაფოხილებულ „ნიკეს“ (0:0 „კოლხეთთან“) მინიმუმ ფრე დაუბრუნებდა საჩემპიონო ამბიციას.
მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ორივე გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბრძოლა საფინალო სასტვენამდე არ შეწყვეტილა. პირველ ნახევარში მასპინძლებმა ვერ ააწყვეს თამაში. სავარაუდოდ, წინა შეხვედრაში კიდევ ერთ ფავორიტ „კვარტალთან“ სტუმრად 5:1 მოგებამ გუნდს თავდაჯერება კი შემატა, მაგრამ მატჩის მნიშვნელობის ფსიქოლოგიური სიმძიმეც უფრო მათ დაეტყოთ. შედეგად, ხან ზედმეტად თავდაჯერებულობას რიგ ეპიზოდებში ბავშვური შეცდომები მოსდევდა, რითაც „ნიკემ“ კარგად ისარგებლა. აქვე უნდა ითქვას, რომ ამაში დიდი წვლილი „ნიკეს“ კარგმა თამაშმაც შეიტანა და ახლა უკვე გვარიანი ჩამორჩენის მიუხედავად, მოქმედი ჩემპიონების საჩემპიონო მარათონიდან ჩამოწერა ნაადრევი იქნება.
უფრო მწვავედ პირველ 45 წუთში სტუმრები „იჩხვლიტებოდნენ“ და ერთ-ერთი ასეთი შეტევისას გურულმა მცველმა საჯარიმოში ხელით ითამაშა. თბილისელებმა პენალტი ზუსტად გამოიყენეს და შესვენებაზეც ამ უპირატესობით გავიდნენ.
აშკარა იყო, მეორე ტაიმში „ლანჩხუთი“ გარდატეხას შეეცდებოდა. გიორგი ჩხაიძემ გადაადგილებებიც მოახდინა, რამაც შედეგი გამოიღო. მართალია, შეტევის გაძლიერება კონტრშეტევები საფრთხეებს ტოვებდა, მაგრამ გურულთა უკანა ხაზი და მეკარე დედაქალაქელთა შემოტევებს იოლად გაუმკლავდნენ.
ლანჩხუთელებმა კი ის ორი გოლი გაიტანეს, რამაც მათ მნიშვნელოვანი და შესაძლოა, საჩემპიონო 3 ქულა მოუტანა. ერთ ეპიზოდში მასპინძლები სანამ მსაჯს პენალტს თხოვდნენ, მარიამ დანელიამ საგოლედ „გაისროლა“. ამან თანაგუნდელებს სტიმული მოუმატა და რამდენიმე საგოლე შანსი მიიღეს, რომლისგანაც ერთს გამარჯვების გოლი მოჰყვა _ მწვავე შეტევისას სტუმართა მცველმა საკუთარ კარში გადაგზავნა ბურთი.
საბოლოოდ, 2:1 _ „ლანჩხუთმა“ თამაში შემოატრიალა, დიდი მონდომებისა და ცოტა იღბლის ხარჯზე...
თუმც საფეხბურთო ფორტუნაც ხომ ძლიერებს წყალობს...

  • ნანახია: 389-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker