რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ლანჩხუთელი მწვრთნელი უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზიას მიიღებს
ლანჩხუთელი მწვრთნელი უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზიას მიიღებს
29-04-2021, 11:40

ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე უეფას სალიცენზიო კურსს გადის, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. პირველი მოდულის ფარგლებში სასწავლო კურსის მონაწილე მწვრთნელებმა, სხვდასხვა მნიშვნელოვან საფეხბურთო საკითხებთან ერთად, შეტევის მომზადებისა და სავარჯიშო მეთოდოლოგიის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სასწავლო პროცესი ტრადიციულად თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ. მწვრთნელთა განათლების კურსი ქართული ფეხბურთი განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩხაიძე გასულ წელს ქალთა ფეხბურთში საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ, იგი საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

  • ნანახია: 128-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker