3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
"როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის?!“ _ ლანჩხუთელი ლიდერები 9 აპრილის შესახებ
"როდემდის დამრჩეს ეგ  ტკივილი  გულში,  როდემდის?!“ _ ლანჩხუთელი ლიდერები 9 აპრილის შესახებ
9-04-2021, 22:11

ლანჩხუთი 32 წლის წინ, ერთ-ერთი მოწინავე იყო საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. ისტორიული ფოტო, რომელსაც ლანჩხუთის მხარეთმოცდნეობის მუზეუმი ავრცელებს, სწორედ 1989 წლის აპრილის აქციების დროს, ჩვენი ქალაქის ცენტრშია გადაღებული. იმდროინდელი ლიდერები 9 აპრილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გულისტკივილით წერენ...
სოსო კვაჭაძე:
_ ვერ დავივიწყებ 32 წლის წინ ლანჩხუთში მიმდინარე აქციებს, შიმშილობის 9 დღეს, ყვავილების ზღვას მოშიმშილეთა წინმ დუმილით მმდგომარე ხალხს... ეს ის დუმილია, რომელზეც პოეტი ამბობს _ დუმილი რეკავს ტბით, ალავერდით, ოშკით, ხახულით, ხან ფერად შინდი, ხან ფერად ლეგა, რეკავს სამრეკლო, ხმა დაკარგული... ამ დღის შემდეგ გაიღვიძა ჩანავლებულმა ეროვნულმა სულმა. იშვიათად, რომ დაგვიძახონ ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე, მაშინდელი აქციების ორგანიზატორებს ერთხელ შეგვეხმინენ 30 წლის თავზე, დარბაზში ჩვენი ადგილი არ მოიძებნა, ვახტანგ ზენაიშვილს უთხრეს _ შენ რადგან ლიდერი იყავი, სოსოიე გვერდით გედგაო, შენ მთელი თავი შეყავი კარებში, სოსოიამ ნახევარიო. მეტი რა გინდათ, ძმანებოო, დერეფანში ჩემი მაშინდელ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას გადაღებული ფოტო ეკიდა, "კურტკა" მაშინდელი მაცვია ახლაც, ირგვლივ არც საბჭოთა კავშირი შეცვლილა უამრავი ქართველის ცნობიერებაში... თამუნა ჭოველიძის მამამ თქვა, ამ საქართველოს შეეწირაო ჩემი შვილი? მხოლოდ უფლის მოიმედენი დავრჩით, თავისუფალი საქართველოსთვის დაღვრილი სისხლი კურთხეულ იყოს! ამინ!
რუსუდან ებრალიძე:
_ 9  აპრილი!!! ოცდამეთორმეტე... 
გაზაფხულის  ტკივილი...
თავისუფლებისათვის თავგანწირულთა  დაღვრილი  სისხლით და სისხლიანი  ცრემლით... დღეს, ისევ 9 აპრილს, ჩემი  იდეადაკარგული, სასოწარკვეთილი, სულისა და ხორცის მძიმე სენით შეპყრობილი თანამემამულეებისგან სიზმრად და  აჩრდილად გამოხმობილა უახლესი  ისტორიიდან ეროვნული სიამაყის ეს ტიტებისფერი დღე!!!  
ახლა კიდევ უფრო მძიმეა სინანული, კიდევ უფრო ღრმად ჭრის "უძღებ  ჭირისუფალს" უკვდავი სულის გოდება:
"...როდემდის დამრჩეს ეგ  ტკივილი  გულში,  როდემდის?! ოხ, როდემდის, როდემდის?!...“
ვახტანგ ზენაიშვილი:
_ გოეთე ამბობდა:  წარსულში არაფერია ისეთი  მწუხარებად რომ  ღირდესო. 9 აპრილიც წარსულია, მართალია დამოუკიდებლობის დღეა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოც, თუმცა მაინც წარსული და განვლილი ეტაპი, მაგრამ აუცილებელი კი, თუნდაც იმის მისახვედრად, რომ ყველა ბოროტების  სათავე მეტროპოლია როდია  და არც პოლიტიკური დამოუკიდებლობაა რაღაც ჯადოსნური ჯოხი ერის ხელში, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს. ჩვენ დამოუკიდებლობამ გზა გაგვიხსნა საკუთარი თავის შეცნობისაკენ. დამოუკიდებლობამ მოგვცა საშუალება მტერი გარეთ კი არ ვეძებოთ, არამედ ჩვენს თავებში, ჩვენი მოღვაწეობისა და საქმიანობის წესში დავინახოთ ის და მივხვდეთ რა არის გასაკეთებელი.  ხშირად გვესმოდა მიტინგებზე: გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! და რა აღმოჩნდა? თურმე თავისუფლება არ გვესმის რაა და მეტიც, გვეშინია მისი. ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ვართ, თავისუფლების გააზრებისა და მოპოვების ეტაპზე. ან წავალთ ამ გზით და  გავაცნობიერებთ, რომ თავისუფლება, როგორც ეკონომიკური, ისე ინდივიდუალური საზოგადოების განვითარების, მატერიალური სიუხვის და კეთილდღეობის საფუძველია, ან დავრჩებით ეტატიზმისა და დირიჟიზმის ჭაობში "არ რის მქონენი და რ რის მცოდნენი"

  • ნანახია: 247-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021