3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
„ხალხურმა სიმღერამ დაკარგა სინდისი, წაშალა ფერები და დარჩა შავ-თეთრი კულტურა...“
„ხალხურმა სიმღერამ დაკარგა სინდისი, წაშალა ფერები და დარჩა შავ-თეთრი კულტურა...“
31-03-2021, 12:36

80 წლის ასაკში, ქართული ფოლკლორის პატრიარქი - ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. იგი კორონავირუსის დიაგნოზით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 
საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის კავალერი და სხვა მრავალი ჯილდოც კი ვერ აწონის ღვაწლს, რომელიც ბატონ ანზორს მიუძღვის ქართული კულტურის წინაშე.
მან თავის ხანგრძლივ შემოქმედებით გზაზე ანსამბლ “რუსთავთან” ერთად, რომლის დამფუძნებელიც თავად გახლდათ, მოიძია, აღადგინა და ჩანაწერების სახით გამოსცა ქართული ხალხური სიმღერის ასეულობით უნიკალური ნიმუში. მის სახელს უკავშირდება ფოლკლორის ეროვნული ცენტრისა და საპატრიარქოსთან არსებული გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებლის დაარსება და ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ დიდი და მნიშვნელოვანი საქმეებისა, რომლებიც მისი სახელის უკვდავსაყოფად მუდამ დარჩება. 
იგი გახლავთ მრავალი თაობების აღმზრდელი, რომლებიც დღეს დიდი წარმატებით საქმიანობენ ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის.
ბატონი ანზორ ერქომაიშვილი დააკლდება როგორც ქართულ ფოლკლორსა და კულტურას, ასევე გურიას და სრულიად საქართველოს...

ლანჩხუთელმა მომღერალმა, ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელმა დავით ცინცაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებით, „ხალხურმა სიმღერამ დაკარგა სინდისი, წაშალა ფერები და დარჩა შავ-თეთრი კულტურა...“

„გურია თუდეი“ გამოთქვამს დიდ გულისტკივილს ლეგენდარული გურულის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს სრულიად საქართველოს.

  • ნანახია: 218-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021