3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
„თუარა ბაღნების კეთებას რა უნდა...“ _ დათო ცინცაძე
„თუარა ბაღნების კეთებას რა უნდა...“ _ დათო ცინცაძე
2-09-2021, 09:08

ლანჩხუთელი ლოტბარი დავით ცინცაძე, რომელსაც მუსიკის დიდ ნიჭთან ერთად გურულ იუმორსაც საუცხოოდ ფლობს, სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს: 
"2012 წლის 1 სექტემბერს ქორწილი გვქონდა, მე დავაჩქარე. ნათიამ მითხრა სექტემბერში ჩამოვალ თბილისში და მაშინ იყოს ქორწილიო. ჰოდა, მეც 1 რიცხვი ავირჩიე, მეტი დაჩქარების რესურსი არ ქონდა სექტემბერს... 
2014 წელი ნინუცას წელი იყო, რომელსაც მალევე - 2016 წლის მარიამობას მარიამის დაბადება მოყვა და არც თუ შორს, 2019 წელს ლუკას გვეყოლა.
ახლა 2021 წელია, კაცმა არ იცის რა მოხდება... ღმერთმა ჯანმრთელი და იმედიანი წლები მოგვცეს "თუარა ბაღნების კეთებას რა უნდა".
"გურია თუდეი" დიდი სიყვარულით ულოცავს საამაყო ლანჩხუთელსა და მის ოჯახს, უსურვებს ბედნიერებას, ბევრ სიხარულსა და კიდევ მინიმუმ 2-3 ბაღანას!

  • ნანახია: 230-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021