რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
დღის ფოტო: ლანჩხუთის ბანკში „დაცვა გააძლიერეს“
დღის ფოტო: ლანჩხუთის ბანკში „დაცვა გააძლიერეს“
22-10-2020, 09:20

მთელმა საქართველომ იხილა ბანკში მძარცველის შესვლისა და იქიდან 500 ათასი დოლარის გატაცების ამბავი. ტელევიზიებმა უშუალოდ შიგა პერიმეტრის დეტალებიც გაავრცელეს და ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რაც ტელევიზიით ითქვა, იგივეს განმეორებით თავს არასდროს გაწყენთ და არც ოფიციალური ინფორმაციებით „გამოგიტენავთ თავს“.
გურული კაცი არც რთულ ვითარებაში კარგავს იუმორის სურვილს და გთავაზობთ საუკეთესო კომენტარებს:
$ პასუხი კითხვაზე, თუ როგორ მივიღოთ ფული ბანკიდან უდაბლესი პროცენტით,  გაცემულია.
$ ყველაზე მაგრად „საქართველოს ბანკმა“ იმოქმედა. ხელყუმბარიანი ტერორისტი შეუვარდათ, 43 მძევალი აიყვანა და მაინც მოახერხეს და   თავისი ერთი თეთრიც არ გაატანეს (თუმცა გუშინ შსს მინისტრმა თქვა, რომ ფული ბანკმა გაიღო _ რედ.).
$ მეგრელებს, მარტო ერთმანეთის კი არა, ბანკის გატანაც გცოდნიათ!
$  არ გაჩერდე! („საქართველოს ბანკის“  რეკლამა) თან სულ თვალწინ უტრიალებდა ეს სლოგანი და დღესაც ქობულეთში გაგრძელდა...
$  ნეტა, საკომისიო ჩამოაჭრეს?
$ „თიბისი“ ბანკში რო შესულიყო, ხაზარაძე პროცენტში გაატანდა მაგ თანხას...
$ 60 ათასი მაინც შეეწერათ მმართველი პარტიისთვის.
$ ეგენი ისეთი ჟმოტები არიან, პასტასაც გარედან შემოატანინებდნენ...
$ ძალიან კეთილი მძარცველი ყოფილა,  ხაჭაპური შეუთავაზებია და თუ გცხელათ კონდინცინერს ჩაგირთავთო. ნახევარი მილიონი მიჰქონდა და 2-ლარიან ხაჭაპურებს კი აჭმევდა...
კახა ასკურავამ, აქაოდა, „ნაცებს“ გვაბრალებენო, დაწერა:
„დღეს, 14-დან 15 საათამდე საქმე მაქვს „საქართველოს ბანკის“ ლანჩხუთის ფილიალში, თუ ამ დროისთვის მოხდა ბანკზე თავდასხმა, მე არაფერ შუაში არ ვარ! დედას გეფიცებით!“
მთავარი მაინც ფოტოა _ ლანჩხუთის ფილიალის შესასვლელშია გადაღებული, როგორც ხედავთ, კიბეებზე ძაღლები არიან „გამაგრებულები“ და გურულები ამას ხელიდან როგორ გავუშვებდით და წაწერაც ისეთია, გურულებს რომ გვეკადრება _ ლანჩხუთის ფილიალის დაცვა გააძლიერეს...
არაა საჭირო, თუ რავა, ძამა?

  • ნანახია: 135-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker