3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
დანიელ (სოსო) ჟორდანიას "პოსტკომენდატური" სტატუსები
დანიელ (სოსო) ჟორდანიას "პოსტკომენდატური" სტატუსები
6-07-2021, 18:46

ლანჩხუთელი დანიელ (სოსო) ჟორდანია სოციალურ ქსელში თავისი ენამოსწრებული და კეთილი სტატუსებით თითქმის ყოველდღე გვამხიარულებს. "გურიას" ორი ლეგენდის (სოსო ჟორდანია-უფროსისა და ბეგი სიხარულიძის) შვილიშვილი ხშირად ისეთ იუმორს გვთავაზობს, ამ საქმის დიდოსტატ გურულებსაც რომ გვაოცებს. 
სოსოს ეხერხება თემატური იუმორიც, ამჯერად მის პოსტკომენდატურ სტატუსებს გთავაზობთ:
_ ლანჩხუთში კომენდატის საათის მოხსნას რა აზრი ქონდა, მითხარით, გეხვეწებით? მაინც ისევ ისეა ყველაფერი, როგორც იყო...
_ ეს შიშველი პირებით სიარული ქუჩაში რამე ახალი მოდაა? სახლში, როგორც გინდათ, ისე იარეთ, მაგრამ ქუჩაში პირტიტველა სიარული რა უბედურება?
_ გინდ უპირბადოთ გასულხარ ქუჩაში და გინდ _ უტრუსიკოდ, ისეთი შეგრძნება მქონდა...
_ 19 წლის ასაკში ბუცები ჩამოვკიდე ლურსმანზე და 30 წლის ასაკში _ პირბადე, პაკა!
_ პირბადის გარეშე გავედი ქუჩაში და მევალეები გამომეკიდენ...
„გურია თუდეის“ ფოტომონტაჟი ვაჟა სიმონიშვილის კარიკატურის გამოყენებით

  • ნანახია: 395-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021