რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
გილოცავთ! _ დღეს, „მაკვარანცხის" პირველი ნომერი გამოდის...
გილოცავთ! _ დღეს, „მაკვარანცხის" პირველი ნომერი გამოდის...
17-05-2018, 09:12

_ ქალბატონო, 10 ათასი დოლარი რომ მოგცეთ, ჩემთან სექსი არ გექნებათ?
_ რატომაც არა, დიდი სიამოვნებით!
_ 50 ლარი რომ გადაგიხადოთ, არა? _ არავითარ შემთხვევაში, ტუტუცო, შენ რა, მე ბოზი ხომ არ გგონივარ?!
_ ნუ ჩხუბობ, რაც ხარ, გავიგე უკვე, მოდი, როგორმე ფასზე შევთანხმდეთ...
...
“გურია თუდეი” გამოსვლიდან 6 თვის თავზე მორიგ, რიგით მეოთხე, ამჯერად იუმორისტული გაზეთის გამოსვლას აანონსებს. არადა, ჩვენი დაწყება ზოგმა არჩევნებს, ხან “ნაციონალებს” , ხანაც “ოცნებას” დაუკავშირა. ახლა დრომ
კი გამოაჩინა, რომ ჩვენ მკითხველზე ვზრუნავთ,  ვწერთ რეალობას, არ ვერიდებით არავის, ვაკრიტიკებთ მოქმედ და წინა ხელისუფლებას, ამ დროს კი, ვინც ჩვენზე ჭორებს თხზავდა, გაჩუმებულია - არც პოზიციაზე ამბობს რამეს და არც ოპოზიციაზე... ეს მათი არჩევანია, მაგრამ მერე ნუღარ უკვირთ, როგორ გახდა 6 თვეში “გურია თუდეი” ასე პოპულარული. ჩვენი ტირაჟის ძიება, მკითხველების სიის დადგენა, მათთან სამსახურებში მივარდნებით, ვინმეს თუ ჰგონია, რამეს მოუტანს, ძალიან მწარედ ცდება.
გაზეთი არ უნდა იყოს ხელისუფლებაზე პირადი გამორჩენით ზეწოლის მექანიზმი, შანტაჟი ოჯახის წევრებისა და ახლობლების დასასაქმებლად,  ფინანსური კეთილდღეობის მისაღებად.
ჩვენ ამისგან თავისუფალი ვართ და  ეს ეტყობა კიდეც ჩვენს გამოცემებს.
ჩვენ მკითხველზე ვზრუნავთ და ვიზულარულ მხარესა და ბეჭდვის მაღალ ხარისხთან ერთად შინაარსობრივ  ასპექტზე განსაკუთრებით ვზრუნავთ. ჩვენ არ ვწერთ გაზეთის “შესავსებად”, ვცდილობთ, ყველა სტატია ყველა მკითხველისთვის საინტერესო იყოს.
მას შემდეგ, რაც ჩვენი გამოცემის პირველი ნომერი გამოვუშვით,
სულ ძიებაში ვართ, რას ითხოვს მკითხველი, რა მოეწონება ლანჩხუთის საზოგადოებას. “გურია თუდეის”
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმატი არ იძლეოდა საშუალებას ცნობილ თუ უცნობ ლანჩხუთლებს მოვფერებოდით, ამიტომაც დავიწყეთ ამ სახელწოდების გაზეთის გამოშვება. ამის შემდეგ კი კვირის შემაჯამებელი “გურია წეეკ”-ის  გამოშვება გადავწყვიტეთ. მართალია, ხშირად ვაქვეყნებთ მხიარულ/სახუმარო    ისტორიებს, მაგრამ ჩვენი მკითხველის მოთხოვნა იყო ცალე იუმორისტული გაზეთის გამოშვება და აი, მომდევნო კვირიდან მიიღებთ “მაკვარანცხს”.
ანუ, ტრადიციულად, კვირაში სამჯერ გამოვა “გურია თუდეი”, რომელიც ოპერატიულად, ობიქეტურად და შეულამაზებლად გააშუქებს გურიასა და ლანჩხუთში მიმდინარე მოვლენებს; ჩვენი სურვილია, სახელის შესაბამისად ყოველკვირეულად ვაქციოთ “გურია წეეკ”, ოღონდ კვირის რომელ დღეს გამოვა, ეს დამოკიდებული იქნება თემაზე, რომელიც გაზეთში ვრცლად გაშუქდება, როგორც ეს დღევანდელ ნომერშია; გაზეთი “ლანჩხუთელები”
ამიერიდან მხოლოდ ლანჩხუთელებზე მოგითხრობთ და იუმორისტულ “მაკვარანცხთან” ერთად კვირეულად შეენაცვლებიან ერთმანეთს...
...
... პატიოსანი ჟურნალისტი მხოლოდ ერთხელ იყიდება ცხოვრებაში!

  • ნანახია: 137-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker