რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
„გურიაში“ ჩინელები 5 წელიწადში 10 მილიონ დოლარს ჩადებენ!!!
„გურიაში“ ჩინელები 5 წელიწადში 10 მილიონ დოლარს ჩადებენ!!!
1-04-2020, 09:05

ბოლო დრომდე მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, რომ „გურიას“ მესვეურები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ჩინურ კომპანია „სინოჰიდროსთან“, რათა საქართველოში ავტომაგისტრალის მშენებელ კორპორაციას კლუბში ინვესტიცია განეხორციელებინა. სამაგიეროდ, ადგილობრივი ხელისუფლება კომპანიას მოსახლეობასთან პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. კარგად მოგეხსენებათ, „გურია“ ლანჩხუთში როგორ უყვართ და მის გამო ლანჩხუთელთა უმეტესობა დათმობაზე წავა.
ჩვენი ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეულია _ ჩინური კომპანია უახლოეს 2 წელიწადში 5 მილიონიან ინვესტიციას ჩადებს, რითაც კლუბის ყველა ვალების გასტუმრდება (დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდეა ვალი) და გრიგოლეთის ბაზის კეთილმოწყობა მოხდება. იგეგმება ახალი საცხოვრებელი კორპუსების და ორი ბუნებრივსაფარიანი და ერთი ხელოვნური სტადიონის გაკეთება. ასევე აშენდება სტანდარტული ზომების დარბაზი.
ცნობილი ფაქტია, რომ ყოფილი საბჭოთა კლუბები „გურიის“ ბაზის კეთილმოწყობის შემთხვევაში, ევროპის ნაცვლად აქ ჩამოვლენ. ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა, იური სიომინმა ეს არაერთ საფეხბურთო შოუში დააფიქსირა.
ჩინური ინვესტიცია, ფაქტობრივად, სპონსორობაა _ „სინოჰიდრო“ სანაცვლოდ მხოლოდ მოსახლეობის კეთილგანწყობას ითხოვს.
რა თქმა უნდა, გრიგოლეთის კეთილმოწყობა დამატებით შემოსავალს მოიტანს, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება, მით უფრო, ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომელიც აფინანსებს კლუბებს, მალე აღარ იქნება. ამიტომაც ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა პირადი კავშირებით სამშენებლო კომპანია „ორბი“ დაიყოლია 5 წლით, „გურიას“ მიხედოს _ ყოველწლიურად კლუბში თითო მილიონის დოლარის ინვესტიცია განხორცილდება.
„გურიას“ სპონსორის საკითხზე თურქეთში რამდენჯერმე იმყოფებოდა კლუბის დირექტორი დავით ყენია. სხვათა შორის, მის მიერ ნანახი თურქი სპონსორი, საღებავების მწარმოებელი ცნობილი ფირმა  _ DYO 444 _ „ორბის“ პარტნიორია და ამიტომაც გაუიოლდა ერთსაც და მეორესაც კლუბის პატრონობაზე თანხმობა. ბედის ირონიით, ეს თურქი ინვესტორი ასევე პარტნიორია და თანამეწილეა „გურიის“ ყოფილი ფეხბურთელისა და ხელმძღვანელის კახა ებრალიძის, ვინც დღეს სამშენებლო საქონლის მაღაზიას ფლობს ლანჩხუთში. ცნობილია, რომ ამ მაღაზიის (სახელიც 444_DYO 444-დანაა) უკან სწორედ თურქები დგანან და წინასწარი მონახაზით, „გურია“ 5 წლის მანძილზე მაისურზე დაიწერს ორ ლოგოს _ DYO (თურქული კომპანია) და „444“ (ლანჩხუთის მაღაზიის სახელი).
ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო დავით ყენია თურქეთში იმყოფება. კახა ებრალიძე ამბობს, რომ წინასწარ საუბარი ცუდად აქვს დაცდილი. „რაც ვთქვით, არაფერი გამოვიდა და არც უხერხულობაში მინდა ვინმე ჩავაყენო. მათ შორის, ჩვენი თურქი პარტნიორი. სიმართლე გითხრათ, სურვილიც არ მაქვს ფეხბურთისკენ გავიხედო, ისე მოგვექცნენ, მაგრამ თუ შეთანხმება შედგა, მხოლოდ მივესალმები _ პირადულზე წინ მე ყოველთვის „გურიას“ ვაყენებ“ _ ამბობს იგი.
დღეს პირველი აპრილია:)))

  • ნანახია: 177-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker