3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
"გურულებო, მაყვალს, ასკილსა და ჟოლოს ტყეში ვეღარ მოკრეფთ!"
"გურულებო, მაყვალს, ასკილსა და ჟოლოს ტყეში ვეღარ მოკრეფთ!"
16-05-2021, 13:47

ამის შესახებ სოციალურ ქსელში, „გურია და გურულების“ გვერდზე წერენ. როგორც ირკვევა, მთავრობამ ახალი „ტყითსარგებლობის წესი" დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, კომერციული მიზნით არამერქნული ტყის პროდუქტების, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ჟოლო, ქაცვი, წაბლი, კვრინჩხი და სხვა, მოპოვებაზე მოსაკრებელი წესდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის უფლება იურიდიულ პირებზე გაიცემა. "აღნიშნული პირები წარადგენენ განცხადებას და სათანადო დოკუმენტაციას ტყის მართვის ორგანოში, რის შემდეგაც, განსაზღვრულ ტერიტორიაზე კონკრეტული რესურსის მოპოვების უფლებას მიიღებენ ერთი წლის ვადით. რესურსის მოპოვების უფლების მქონე პირი ვალდებულია წლის ბოლოს წარადგინოს ანგარიში მოპოვებული რესურსის შესახებ და გადაიხადოს ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლების შესახებ კანონით განსაზღვრული გადასახადი. კერძო სექტორის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ასეთი რესურსით კომერციული საქმიანობაც, რაც, ახალი რეგულაციის მიღებამდე, აკრძალული იყო. შესაბამისად, ქვეყანაში არ არსებობდა არამერქნული რესურსის მოპოვების ლეგალური გზა, რის გამოც, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა არ ჰქონდათ კანონიერი ბიზნესი ეწარმოებინათ, განეხორციელებინათ რეალიზაცია, მათ შორის, ექსპორტი, რაც დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მომტანია ქვეყნის ეკონომიკისთვის", – აცხადებენ სამინისტროში. 
ახალი „ტყითსარგებლობის წესი" საჯაროდ გამოქვეყნებული არ არის.

  • ნანახია: 98-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021