3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
10 000 ლაიქი ერთ წელიწადში _ დიახ, this is ლანჩხუთი!
10 000 ლაიქი ერთ წელიწადში _ დიახ, this is ლანჩხუთი!
10-01-2021, 12:08

დიახ, ეს არის ლანჩხუთი!
...
„ფეისბუქზე“ ლანჩხუთის მხარდამჭერი გვერდი „this is ლანჩხუთი“ შეიქმნა. გვერდი ნინა ბარამიძემ შექმნა: „გავაკეთე ჯგუფი „ეს არის ლანჩხუთი“. მინდა ყველა ლანჩხუთელი, ვისაც მივწვდებით, დავამატოთ ამ ჯგუფში. ჯგუფის წესები: 1) იკრძალება ლანძღვა-გინება; 2) ჯგუფში შეგიძლიათ დადოთ პოსტი, ყველა იმ თემაზე, რაც ლანჩხუთს ეხება; 3) შეგიძლიათ ვისაუბროთ ყველა პრობლემაზე, რაც ლანჩხუთში ხდება; 4) ჯგუფში შეგიძლიათ ატვირთოთ ლანჩხუთში ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული პოსტებიც. წარმატებებს გისურვებთ“ _ დაწერა ნინა ბარამიძემ.
გვერდის მოდერატორი ლუი ორაგველიძე კი წერს: „სიმართლე გითხრათ, გაგვიჭირდება იმ სიტყვების მონახვა, რომლითაც თითოეულ თქვენგანს მადლობას ვეტყოდით ამდენი სითბოსა და სიყვარულისათვის, რაც ჩვენს ჯგუფში ტრიალებს... მადლობა ღმერთს, იმისთვის, რომ ხართ... გიცნობთ... გაგიცნობთ... გავერთიანდებით... მინდა იცოდეთ, არც ერთ თქვენგანთან არასოდეს დაგვჭირდება ურთიერთობა იმის გამო, ვინ სად მუშაობთ... ვის რა ჩინი ან სტატუსი გაქვთ... ან ვის უფრო მეტი მატერიალური შესაძლებლობა გაგაჩნიათ... ჩვენ ყველა ერთნი ვართ... ჩვენ ბევრი სიკეთე ვაკეთოთ უნდა, დავამატოთ ბევრი კეთილი და ფიცხი ლანჩხუთელი... ყველანი ძალიან გვიყვარხართ... გვეიმედებით და გვეამაყება თითოეული თქვენგანი... ველოდებით ბევრ პოზიტიურ აქტიურობას და საინტერესო პოსტს...“

ერთ კვირაში გვერდმა „this is ლანჩხუთი“ 2000-ზე მეტი მოწონება მიიღო. ასე ამბიციურად არცერთ ლანჩხუთთან დაკავშირებულ გვერდს არ დაუწყია.
... ეს ზუსტად ერთი წლის წინ დავწერეთ და გვიხარია, რომ ჯგუფმა გაამართლა ყველანაირად!
ერთ წელიწადში 10 000 მოწონება!!!
გილოცავთ!!!
დიახ, ეს არის ლანჩხუთი!!!

  • ნანახია: 113-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021