3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ლანჩხუთს ლეგენდარული ბიჭიკო ასკურავა აღარ ჰყავს
ლანჩხუთს ლეგენდარული ბიჭიკო ასკურავა აღარ ჰყავს
24-01-2021, 12:01

გუშინ საღამოს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა _ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი სახალხო მკურნალი ბიჭიკო (ვლადიმერ) ასკურავა. 50 წელზე მეტია მისი მკურნალობის უნიკალურ მეთოდზე ლეგენდებს ჰყვებიან. ასკურავების განთქმული საოჯახო მალამოთი გატეხილი ძვლების შეხორცება ისე მიმდინარეობს, თითქოს ლითონის ნივთებს ადუღებენ ერთმანეთთან. მკურნალობის ტრადიციული მეთოდი 300 წელს ითვლის, ეს საქმიანობა მამამ შეასწავლა, მოგვიანებით ისრაელში კლასიკური სამედიცინო განათლებაც მიიღო, მისი პაციენტები ერთხმად აღიარებენ მოტეხილობების მკურნალობის ასკურავასეული მეთოდის უპირატესობას. ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ ბატონი ბიჭიკო ქვიანიდან გახლდათ. ძველი თაობის ასკურავებში ბოლო მოჰიკანი იყო. ოჯახის ტრადიციებს შვილიშვილი _ დავით ასკურავა აგრძელებს. სამწუხაროდ, ცნობილ მკურნალს ვაჟი რამდენიმე წლის წინ დაეღუპა.
„მკურნალობის საგვარეულო მეთოდი დღემდე საიდუმლოდ რჩება, მას მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. მსოფლიოს ორთოპედთა დიდი ნაწილი დავარწმუნე ასკურავას მეთოდის ეფექტურობაში, ისინი აღიარებენ, რომ ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით, ის უფრო სწრაფი და ეფექტურია“ _ ამბობდა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში სახელოვანი სახალხო მკურნალი.
„გურია თუდეი“ გამოთქვამს დიდ გულისტკივილს ბიჭიკო ასკურავას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

  • ნანახია: 123-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021