3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ლანჩხუთში სოციალურად დაუცველ პირებს „რუდუნი“ დაეხმარება
ლანჩხუთში სოციალურად დაუცველ პირებს „რუდუნი“ დაეხმარება
6-02-2021, 11:05

„დავაფუძნეთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომლის ერთადერთი მიზანია ლანჩხუთში სოციალურად დაუცველთა პირობების გაუმჯობესება და მათი დასაქმება!“_ აცხადებს „რუდუნის“ თავმჯდომარე და „this is ლანჩხუთის“ შემქმნელი ნინა ბარამიძე, რომელმაც ორგანიზაცია თანამოაზრეებთან (ლუი ორაგველიძე, სოფიო ჩხაიძე, თამუნა კერესელიძე და ნიკოლოზ კვირკველია) ერთად დააფუძნა. 
აი, რა წერია „რუდუნის“ მისასალმებელ ტექსტში, რომელსაც გვერდზე „this is ლანჩხუთი“  ავრცელებს:
_ მოგესალმებით!👐 მოკლედ მოგიყვებით ჩვენი ორგანიზაციის შესახებ. ჩვენ ვართ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „რუდუნი". როგორც სახელწოდება გვეუბნება, ჩვენი საქმიანობა დაკავშირებული იქნება ზრუნვასთან. ამას ჩვენი გუნდი აქამდეც ვაკეთებდით. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიამ მოიცვა და ირგვლივ ცხოვრება გაჩერდა, ერთადერთი ჩვენი საზრუნავი გახდა როგორმე გადაგვერჩინა საზოგადოების ის ფენა, რომელიც მიეკუთვნება სოციალურად დაუცველთა კატეგორიას. ამ საქმეში ჩართული იყვნენ  ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან და ყველამ ერთად შევძელით ცოტათი მაინც შეგვემსუბუქებია ყოფა ასობით ოჯახისთვის. მაგრამ ვხვდებოდით, რომ ჩვენი გაწეული დახმარება იყო დროებითი და მომავალში საჭირო იყო ქმედითი ნაბიჯების გადაგმა. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ არასამთავრობო ორგანიზაცია.
✅ჩვენი მისიაა ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, სოციალურად დაუცველთა დახმარება, მათი ინტერესების დაცვა და სოციალურ- ეკონომიკური გაუმჯობესების ხელშეწყობა.
 📌
ორგანიზაციის მიზნებია: 
✅სოციალურად  დაუცველი ოჯახების იდენტიფიცირება
✅სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება
✅სოციალური საწარმოების ჩამოყალიბებით სოციალურად დაუცველთა შრომის უზრუნველყოფა
✅სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმება
✅ბავშვების, ახალგაზრდების და ხანშიშესული ადამიანებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება
✅ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება
✅ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
✅ახალგაზრდობის სოციალური აქტივობა და ამის ხელშეწყობა
✅ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის მიზნით სახსრების მოზიდვა, პროექტების შემუშავება ადგილობრივ,  ეროვნული და საერთაშორისო დონორების მხრიდან.
🙏იქიდან გამომდინარე, რომ გვიწევს ყოველდღიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რათა მოვისმინოთ მათი პრობლემები და შემდგომში აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება, საჭირო გახდა ადგილის მოძიება სადაც დასაწყობდება მოწოდებული პროდუქტი, ტანსაცმელი  და სხვადასხვა სახის ნივთი,  რომლებიც შემდგომ გადაეცემა იმ ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება აქვს. საწყის ეტაპზე გვაქვს ფართი, რომელიც საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს და ასევე ტექნიკურ უზრუნველყოფას. პირველი ნაბიჯების გადასადგმელად გვჭირდება თქვენი თანადგომა.
ა(ა)იპ „რუდუნის“ ანგარიშის ნომერია: GE84BG0000000498670963 არასდროს მოხდება ქეში ფულის გამოტანა, ყველა თეთრი გამჭვირვალე იქნება, მოხდება მხოლოდ მისი საჭიროებისამებრ გადარიცხვა და ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანს საშუალება ექნება გააკონტროლოს, თუ რაში დაიხარჯა  კონკრეტული თანხა!

  • ნანახია: 108-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021