3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ლანჩხუთში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
ლანჩხუთში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
10-02-2021, 10:59

გუშინ საღამოს, აცანა-მამათის გზაზე ტრაგედია დატრიალდა - ჯიპის ტიპის ავტომობილი 50-იოდე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად 50 წლის სოსო კილაძე გარდაიცვალა.
დაშავდნენ მისი მეუღლე და სამი არასრულწლოვანი (12,14 და 17 წლის) შვილი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ლანჩხუთის "მედალფაში" გადაიყვანეს. საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სოსო კილაძე მამათელია და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობდა. სხვადსხვა დროს იყო საქართველოს პრეზიდენტების - ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი.
"გურია თუდეი" გამოთქვამს გულისტკივილს სოსო კილაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

  • ნანახია: 97-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021