3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
„გენაცვალოს ბებიაო" რომ ვეღარ მეტყვი, გული მტკივა“ _ ლანჩხუთელი ჟურნალისტის ემოციური პოსტი
„გენაცვალოს ბებიაო" რომ ვეღარ მეტყვი, გული მტკივა“ _ ლანჩხუთელი ჟურნალისტის ემოციური პოსტი
20-03-2021, 18:52

ლანჩხუთელი ჟურნალისტი მაია კუპატაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს:
_ პატარა ბავშვივით მჯეროდა, რომ სულ იქნებოდი და არ გაფრინდებოდი,  ვერ ვეგუები წარსულში ვილაპარაკო შენზე... 
გახსოვს, როგორ გიყვარდა ფოტოების გადაღება? „რა კარგად გამოვსულვართო", მეტყოდი. ისე მეჯავრება სელფები, მარტო შენთან მაქვს ამდენი სელფი, ბე... „გენაცვალოს ბებიაო" რომ ვეღარ მეტყვი, გული მტკივა. 
პატარა რომ ვიყავი, ყველას ვეუბნებოდი, მე ბებიას ვგავარ-თქო, არაო თუ მეტყოდნენ, საშინლად ვბრაზდებოდი, ორივეს ნიკაპზე ხალი გვაქვს და როგორ არ ვგავარ-თქო? დიდობაში კიდე სულ ვნატრობდი, ნეტა შენ რატომ არ დაგემსგავსე, შენნაირი ლამაზი ცხვირი და კბილები რატომ არ მაქვს-მეთქი? ყოველთვის ლამაზი და კოხტა  იყავი, ჩემო გოგო... ნეტა   მომესწრო შენთან ლაპარაკი, ნეტა რისი თქმა გინდოდა ჩემთვის?!  
ვიცი, ყველას დაგწყვიტათ გული, განსაკუთრებით,  ვინც იცნობდით. ცრემლიანი სმაილები არ დაგვიწეროთ, რა...

  • ნანახია: 176-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021