3
რეკლამა N8
რეკლამა N2
"ვინც აპირებთ დაკრძალვაზე მოსვლას, ყვავილის მაგივრად სანთელი მოუტანეთ"
"ვინც აპირებთ დაკრძალვაზე მოსვლას, ყვავილის მაგივრად სანთელი მოუტანეთ"
6-12-2021, 19:25

ლანჩხუთის სოფელი აცანა გამორჩეულ სიძეს, საუკეთესო ადამიანს, ხელოვანს, ლევან გოლიაძეს ეთხოვება. "შარშან უცნაური ხის ტოტები ჩამოგვიტანა გურიიდან, ჩვენ არ გვქონდა ნანახი. კანფეტის ხეს ვეძახით, ძალიან გემრიელიაო. იცოდა, რომ დედაჩემს კივი უყვარდა და აუცილებლად უნდა მოსულიყო და მოეტანა ხოლმე. მამაჩემის არყოფნის მერე უფრო ყურადღებით იყო, თუმცა არც მანამდე დაუკლია არასდროს. გოლიათი გულის კაცი იყო ლევან გოლიაძე და ზუსტად ვიცი, ყველას ძალიან დააკლდება. მეგობრების შვილებიც ისე განვიცდით, როგორც საკუთარ მეგობარს, იმიტომ რომ იყო ჩვენი მეგობარიც. მიყვარხარ მამაჩემის ყველაზე საყვარელო გურულო კაცო" _ წერს სოციალურ ქსელში თაკო კერესელიძე.
ასევე ახლობელი ივანე გოლიაძე თხოვს ყველას, ვინც  აპირებს ლევანის დაკრძალვაზე მისვლას, ყვავილის მაგივრად სანთელი მიუტანონ: "თვითონ მიქონდა ყვავილის მაგივრად ყველგან სანთელი, რადგანაც ასე უფრო სწორად თვლიდა მიცვალებულის პატივისცემას".
ლევან გოლიაძეს აცანაში სამშაბათს, 7 დეკემბერს დაკრძალავენ.
„გურია თუდეი“ თანაუგრძნობს ოჯახსა და ყველა ახლობელს.

  • ნანახია: 201-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021