3
რეკლამა N8
რეკლამა N2
"ყველაზე დიდი ჯილდო მოსწავლეებისა და კოლეგების უპირობო სიყვარულია!"
"ყველაზე დიდი ჯილდო მოსწავლეებისა და კოლეგების უპირობო სიყვარულია!"
26-10-2021, 16:19

ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელს, ნარგიზ თევზაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი გადასცეს. ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია ფეისბუქგვერდზე წერს:
"არის დღეები, როცა ემოცია ზღვაა და უმართავი, როცა ამაყი ხარ, როცა იმ სკოლის პედაგოგი გქვია, სადაც მოსწავლეთა აღზრდა-განათლება, სწორუპოვარ და წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბება პროფესიონალ, გამოცდილ, მოსწავლეთათვის თავდაუზოგადავად მშრომელ პედაგოგთა ხელშია... და ასეთ დღეებს შორის დღევანდელი განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო ჩვენთვის, მესამე სკოლელებისთვის, რადგანაც ამ დღეს  ჩვენი სკოლის გამორჩეული პედაგოგის, ქალბატონ ნარგიზ თევზაძის სახელი ერქვა. პედაგოგის,  რომლის შრომასაც უკვალოდ არ ჩაუვლია და დაუფასდა კიდეც _ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის" სიგელი გადაეცა. ამ სტატუსამდე კი განვლილმა გზამ მიიყვანა... იყო მრავალი აქტივობები, პროექტები და რაც მთავარია, ყველაზე დიდი ჯილდო _ მოსწავლეებისა და კოლეგების უპირობო სიყვარული. ნარგიზ მასწავლებელო, გვეამაყებით!" _ აღნიშნულია მესამე სკოლის მილოცვის წერილში.
შეგახსენებთ, რომ პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად თითო მუნიციპალიტეტში ერთ პედაგოგს აჯილდოებს. ინგლისური ენისა და ლიტერატურის 42 წლიანი გამოცდილების მქონე ნარგიზ თევზაძეს სიგელთან ერთად სამკერდე ნიშანი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიალს, რომელიც ქა-ლაქის მესამე საჯარო სკოლაში ჩატარდა, გურიის გუბერნატორი გიორგი ურუშაძე, მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე ესწრებოდნენ. 
`გურია თუდეი~ ულოცავს ნარგიზ მასწავლებელს ამ დიდ აღიარებას!

  • ნანახია: 177-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021