3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
მოხალისეობა, როგორც ცხოვრების წესი (რეკლამა)
მოხალისეობა, როგორც ცხოვრების წესი (რეკლამა)
25-12-2020, 22:05

წარმოიდგინეთ, მე-18 საუკუნის მიწურულს დაიბადეთ და კიდევ რომ გაგირთულოთ წარმოსახვა, გეტყვით, რომ დაიბადეთ ქალად.
რა პერსპექტივები გესახებათ? სამზარეულოს კვამლში სხვა მომავლის წარმოდგენა ბუნდოვანია, არა?! - კი, ძალიან ბუნდოვანია. თუმცა ძალიან მკაფიო და ნათელი იყო ყველა ნაბიჯი და მომავალი ნინო ნაკაშიძე-ანთაძისთვის.
1872 წელსოზურგეთში, ბახვში დაიბადა. თავიდან ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში სწავლობდა, 1892 წელს თბილისის საბებიო ინსტიტუტი დაამთავრა, შემდეგ - საფერშლო სკოლა და მუშაობა ქუთაისში დაიწყო, ფერშლად, პარალელურად არითმეტიკასა და ქართულს ასწავლიდა საკვირაო სკოლაში. 1893 წელს გაიცნო ილია ნაკაშიძე და მალევე დაქორწინდა მასზე. ნინო ნაკაშიძე გამოირჩეოდა რევოლუციური იდეებით, სოლიდარობის განცდით, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით. 1993 წელს დაარსებულ პირველ ქართული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის „მესამე დასი“ საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული. „სახალხო თეატრის „ტრუპაში“ ისევ მივიღე ადგილი, მინდა საკვირაო სკოლაშიც ვიარო. აქ ახლა სახალხო კითხვებსაც გამართავენ ქართულ ენაზე“ - წერს მეუღლეს, ილია ნაკაშიძეს.
1896 წელს ილია ნაკაშიძემ და მისმა დამ, ელენემ, სასამართლოს კარებთან ჩვრებში გახვეული ჩვილი იპოვეს. ნინომ და ილიამ ბავშვი იშვილეს, მაკა დაარქვეს. მაკამ ქუთისის ქალთა გიმნაზია დაამთავრა. იგი პირველ მსოფლიო ომში მოხალისედ მონაწილეობდა- სამხედრო ლაზარეთში მოწყალების დად.
1898 წლიდან ნინო ბავშვთან ერთად მოსკოვში გადასახლდა, სადაც უკვე მუშაობდა მისი მეუღლე - ილია. ნინო გერიეს სახელობის ქალთა უმაღლეს კურსებზე შევიდა, ისტორიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე, თუმცა ავადმყოფობის გამო სწავლის დასრულება ვერ შეძლო და 1899 წელს სამშობლოში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებულმა ახალი მოხალისეობრივი იდეების განხორციელება დაიწყო. ამავე პერიოდში დაიწყო პუბლიკაციების გამოქვეყნება. მისი ლიტერატურული დებიუტი 1902 წელს, ჟურნალ „კვალში“ მისი პირველი ლექსის -„იმედი“ გამოქვეყნებით შედგა. გარდა მხატვრული ნაწარმოებებისა, ნინო აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობებში, რაც მის პუბლიკაციებზეც აისახებოდა, 1905 წელს გურიაში მომხდარ აჯანყებას გლეხების კარ-მიდამოების გადაწვა მოჰყვა, რის გამოც ნინო და ილია გურიაში გაემგზავრნენ. ნინო აქტიურად აქვეყნებდა წერილებს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გლეხების პრობლემებისა და მოთხოვნების შესახებ. იგი დეტალურად აღწერდა გლეხების გაჭირვებას, მათ გარემოს, ცხოვრებას. ამის საპასუხოდ ტარდებოდა საქველმოქმედო ღონისძიებები, რითიც გურულ გლეხებს ეხმარებოდნენ. ნინოს აქტიური მონაწილეობით შეიქმნა ამავე პერიოდში „დამწვართა კომიტეტი“. კომიტეტმა მიიღომანჯურიისქალაქმუკდენიდანდახმარება. მთავრობასჰქონდაშიში, რომესფულიიარაღისშეძენასმოხმარდებოდადაამიტომნინონაკაშიძედააპატიმრეს. დააპატიმრესასევეილიანაკაშიძეც, როგორცტოლსტოისიდეებისგამავრცელებელიხალხში. ერთითვისპატიმრობისშემდეგნაკაშიძეებიგაათავისუფლეს, მაგრამგურიიდანგადაასახლესთბილისში.
ამ წინააღმდეგობას ნინოს საქმიანობაზე არ უმოქმედია. მან თბილისში კვლავ გააგრძელა მოხალისეობრივი საქმიანობა, ასევე მუშაობდა ჟურნალ „ნაკადულში“. იგი მოხალისედ მუშაობდა სულით ავადმყოფთა თავშესაფარში ექიმის თანაშემწედ, მონაწილეობდა სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში. მისი თაოსნობით ვერაზე ჩამოყალიბდა საკვირაო სკოლა მუშების ბავშვებისთვის, სადაც ნინო არითმეტიკასა და ქართულს ასწავლიდა, ილია კი - ისტორიას. ნინო ნაკაშიძის სახელს უკავშირდება პირველი ქართული საბავშვო ბაღის გახსნაც 1910 წელს. ამავე წელს ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორი გახდა. დაახლოებით ოთხ წელში ჟურნალის ტირაჟი გაოთხმაგდა.
1914 წლიდან ნინო ნაკაშიძე მუშაობდა „კავკასიელ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარედ. ამ საზოგადოების თაოსნობით დაარსდა კოოპერატიული სასადილო, რომლის ხაზინადარი და მდივანი ასევე ნინო ნაკაშიძე იყო. მსოფლიო ომის დღეებში კი თბილისში მოეწყო სამი სასადილო ომში გაწვეულთა შვილებისა და ლტოლვილი ბავშვებისათვის.
1918 წელს ნინო ნაკაშიძეს, როგორც „წითელი ჯვრის“ გამგეობის წევრს, მიანდეს ჯავახეთიდან გადმოხვეწილი უპატრონო ბავშვებისათვის  საბავშვო სახლის მოწყობა.
1921 წელს ნინოს ინიციატივით დაარსდა პირველი ქართული საბავშვო თეატრი.
ამ წლების განმავლობაში ძირითად საქმიანობასთან ერთად, ნინო ნაკაშიძე კვლავ აქტიურად იყო ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობებში. მისი ენთუზიაზმისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის წყალობით, დაარსდა პირველი ქართული საბავშვო ბაღი, პირველი ქართული საბავშვო თეატრი, ითარგმნა საბავშვო ლექსები და მოთხრობები. ეს სათავეს უდებდა და სტიმულს აძლევდა მის ირგვლივ მყოფთ, გაეზიარებინათ პასუხისმგებლობა და თავიანთი ცოდნა და გამოცდილება სხვებისთვის გადაეცათ.
დღეს ნინო ნაკაშიძის ბიოგრაფია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მისი მონდომება, თავდაუზოგავი შრომა და სიმამაცე მკაფიო მაგალითია, როგორ იცვლება გარემო  უკეთესობისკენ, როცა ამის სურვილი და მოქმედებისთვის მზაობა გაგაჩნია. განათლების შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ქალები, დაზარალებული გლეხების გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები - ეს არის საფასური, რასაც ნინო ნაკაშიძე ამ მონდომებისთვის იღებდა.
ხშირად, როცა მოხალისეობაზე ვსაუბრობთ, განცდა გვაქვს თითქოს უცხო, შორეულ საქმიანობას აღვწერთ. თუმცა, თუ დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ეს არათუ ახლო და ძალიან ნაცნობი, შესაძლოა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილიც იყოს ჩვენთვის, გაუაზრებლად. რამდენი მაგალითი გახსენდებათ, როცა რაღაცის შეცვლა გინდოდათ თქვენ გარშემო, არ დაელოდეთ, როდის გააკეთებდა ამას სხვა და თავადვე შეცვალეთ - დაინახეთ საჭიროება და გამოიყენეთ შესაძლებლობა. ალბათ, არ გაგიჭირდებათ გაიხსენოთ მეზობელი, რომელმაც ეზოში ნაძვის ხე მორთო, მეგობარიც გეყოლებათ გვერდით, სოფელში ბავშვებს ინგლისურის ცოდნას რომ უზიარებდა ზაფხულში და თქვენი თავიც კარგად გემახსოვრებათ, როცა თქვენი მონდომებით ხეები მოჭრას გადაარჩინეთ.
არ არის საჭირო შორეული მაგალითების მოხმობა მოხალისეობაზე საუბრისას, საკმარისია ირგვლივ მიმოვიხედოთ და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ყოველდღიურობა სწორედ მოხალისეობრივი საქმიანობებითაა სავსე და ამით ჩვენთვის, თქვენთვის და მათთვის ცხოვრება უფრო მარტივი და სახალისო ხდება.
ავტორი იზი მგელაძე
სტატია იბეჭდებააევროკავშირის (EU) დაკონრადადენაუერისფონდის (KAS) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქოსაზოგადოებისგანვითარებისინიციატივა“ ფარგლებში. მისშინაარსზესრულადპასუხისმგებელია ავტორი დაშესაძლოა, იგიარგამოხატავდესევროკავშირის (EU) დაკონრადადენაუერისფონდის (KAS) შეხედულებებს.

  • ნანახია: 393-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021