3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
როგორ შეიძლება დედამიწას წაართვა ღიმილი? ლანჩხუთს თამილა წილოსანი აღარ ჰყავს...
როგორ შეიძლება დედამიწას წაართვა ღიმილი? ლანჩხუთს თამილა წილოსანი აღარ ჰყავს...
30-07-2021, 10:32

ლანჩხუთი კიდევ ერთ გამორჩეულ ადამიანს გლოვობს _ თამილა წილოსანის გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი პატარა ქალაქი.მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ნინიკო მშვიდობაძე სოციალურ ქსელში წერს:
თამილა აღარააო...
როგორ შეიძლება დედამიწას წაართვა ღიმილი?
არადა, მართლა ღიმილი იყავი, თამ...
სულ მიკვირდა ხოლმე, სად პოულობდი ეს კაფანდარა გოგო იმოდენა ძალას, რომ საკუთარი თავისთვისაც კი დაგეცინა და სხვებიც გაგეცინებინა.
ეგოიზმისგან დაცლილი იყავი და როგორც ჩანს, ამიტომ უყვარდი ყველას, ამიტომ მიყვარხარ...
თამილა აღარააო... ვინ თქვა, ვინ მოჭორა? ღიმილი როგორ შეიძლება აღარ იყოს?!.
ალბათ, ძალიან გატკინეთ და გადაწყვიტე გაგვებუტო, ოღონდ დროებით...
სიკვდილო, ნუთუ ფიქრობ, რომ წაგვართვი ეს გოგო? როგორ შემცდარხარ... ეს გოგო ჩემი პატარა ქალაქის ღიმილია... 
გოგონი, მტკივა მე შენი გაჩერებული გული, ძალიან მტკივა...
შეხვედრამდე, თამ, თანაც აუცილებლად ღიმილით...
„გურია თუდეი“ გამოთქვამს გულისტკივილს თამილა წილოსანის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

  • ნანახია: 1 276-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021