3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ლანჩხუთში პროექტი _ "ახალგაზრდების მობილიზება გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად" ხორციელდება
ლანჩხუთში პროექტი _ "ახალგაზრდების მობილიზება გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად" ხორციელდება
28-07-2021, 20:01

პროექტი "ახალგაზრდების მობილიზება გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად" ხორციელდება  საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა"-ს მიერ ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების გრანტის ფარგლებში. 
საქართველოში ნარჩენების მართვა მუნიციპალურ დონეზე რთული და კომპლექსური საკითხია და საქართველოს რეალობაში დაკავშირებულია რიგ გამოწვევებთან და სირთულეებთან. ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით: „საქართველო ისწრაფვის გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა, რაც მიიღწევა: ნარჩენების პრევენციის, ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის ღონისძიებების გატარებით, მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების უზრუნველყოფით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან სეპარირების დანერგვით".
ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავება, განხორციელება  და აღსრულება ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი პრიორიტეტული პუნქტია და 2025 წლისთვის უნდა განხორციელდეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავება, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს სტრატეგიას და ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას. (საქართველოს მთავრობის დადგენილება #160; 2016 წ).
პროექტის მიზანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მდინარე სუფსის და მისი შენაკადების ნაპირებზე მდებარე 12 სოფლის (ჩოჩხათი, შრომისუბანი, კოკათი, გულიანი, ხიდმაღალა, წყალწმინდა, სუფსა, ღრმაღელე, ჩქუნი, ორმეთი, მოედანი, ხორეთი) მოსახლეობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სტიქიური ნაგავსაყრელების აღმოფხვრა; ასევე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დასუფთავების სერვისების გაუმჯობესება/ოპტიმიზაცია; მოსახლეობის, კერძოდ ახალგაზრდების, მობილიზება და ჩართულობა გარემოს დაბინძურების შემცირებისთვის. 
პროექტის ფარგლებში განხორციელდა პირველი მცდელობა მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის თანამედროვე, გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების და მიდგომების გამოყენებით შემუშავების და მოიცავს სივრცული მონაცემთა ბაზების შექმნას, ანალიზსა და დაგეგმარებას.
საველე სამუშაოების შედეგად შეგროვდა ინფორმაცია სტიქიური ნაგავსაყრელების შესახებ, აღირიცხა ნაგვის ურნების ადგილმდებარეობა და მოხდა მათი ანალიზი. რის შედეგადაც განისაზღვრა ნაგვის ურნების საპროექტო ადგილმდებარეობა იმისთვის, რომ სერვისმა მოიცვას მოსახლეობის 90%.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა 12 სოფლის (3 თემის) ახალგაზრდებისთვის ტრეინინგები გარემოსდაცვით საკითხებზე, მოეწყო დასუფთავების აქციები სტიქიურ ნაგავსაყრელებზე. შეიქმნა აპლიკაცია ახალგაზრდებისათვის, ამ აპლიკაციის საშუალებით შეასაძლებელი გახდება სტიქიური ნაგავსაყრელების აღიცხვა.

  • ნანახია: 126-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021