3
რეკლამა N8
რეკლამა N2
„ყოველთვის მახარებს ლანჩხუთში სტუმრობა... მადლობა დარეჯან ბიწაძესა და მის გუნდს..."
„ყოველთვის მახარებს ლანჩხუთში სტუმრობა... მადლობა დარეჯან ბიწაძესა და მის გუნდს..."
13-07-2021, 18:16

ლანჩხუთელი პოეტის თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმმა  საქართველოს მწერალთა კავშირის წევრს, პოეტს სოფელ სურებიდან ოტია ტრაპაიძეს უმასპინძლა და მისი ლექსების ახალი კრებული „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე" გააცნო პოეზიის ლანჩხუთელ მოყვარულებს.
 „მადლობა მუზეუმის დირექტორს,  ქალბატონ დარო ბიწაძეს, ასევე, დამსწრე საზოგადოებას თბილი და ტკბილი დახვედრისთვის. ყოველთვის მახარებს ლანჩხუთში სტუმრობა. მიყვარს აქაური აურა და სისხლის ყივილიც არ მასვენებს… ჩემი დიდი ბებო ლანჩხუთელი, მამათელი ქალი იყო" _ ამბობს სოფიო ღლონტი, რომლის რედაქტორობითაც გამოცა ოტია ტრაპაიძის კრებული.
შემოქმედთა მუზეუმს მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან ხელოვნების ლანჩხუთელი ქომაგებიც:
„ნამდვილად შესანიშნავი საღამო ჩატარდა ღია სივრცეში,  აივანზე. მადლობა დარეჯან ბიწაძეს და მის გუნდს, ასეთი კარგი სტუმრების მოწვევისათვის. როგორ მოგვნატრებია ასეთი შეხვედრები~ _ ამბობს მამუკა ჟორდანია.
ლანჩხუთის შემოქმედთა მუზეუმში ასევე აღინიშნა ჩვენი უსაყვარლესი პედაგოგის, პოეტ გელა გეგუჩაძის საქართველოს მწერალთა კავშირში გაწევრიანება, რასაც ჩვენც ვულოცავთ.
მორიგი ლამაზი საღამო, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, თავიანთი შემოქმედების წარმოჩენით გაალამაზეს გელა გეგუჩაძემ, მამუკა ჟორდანიამ, აკაკი გოგუამ, ნუგზარ გუჯაბიძემ, ჯემალ დიასამიძემ. თემურ ფირცხალაიშვილისა და ოტია ტრაპაიძის ლექსები წაიკითხეს ნორჩმა დეკლამატორებმა: ლაზარე ფირცხალაიშვილმა, ნიკა გვარჯალაძემ, ძმებმა _ რეზი და გუგა ჩხაიძეებმა...

  • ნანახია: 88-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021