3
რეკლამა N8
რეკლამა N2
"ლანჩხუთი საქართველოს დედაქალაქი მეგონა...“ _ ნოე ჟორდანიას შვილი, რეჯებ ჟორდანია გარდაიცვალა
"ლანჩხუთი საქართველოს დედაქალაქი მეგონა...“ _ ნოე ჟორდანიას შვილი, რეჯებ ჟორდანია გარდაიცვალა
16-07-2021, 16:26

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შვილი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"მამაჩემი ბავშვებს პოლიტიკაზე არასოდეს გვესაუბრებოდა, ამიტომ თავიდან არც კი ვიცოდი, რაში იყო საქმე. თუმცა ის კარგად მახსოვს, რომ ჩვენთან სახლში ხშირად იყო შეკრებები. დევნილი მთავრობის წევრები იყრიდნენ თავს, მათ შორის უმეტესად ლანჩხუთელები იყვნენ და ხშირად ლანჩხუთზე საუბრობდნენ. ამიტომ მეგონა, რომ ლანჩხუთი საქართველოს დედაქალაქი იყო. ოცნება მქონდა, ჩემი ქვეყანა და ის ქალაქი მენახა, სადაც ჩემი წინაპრების საფლავები იყო. 68 წელი ვოცნებობდი, მინდოდა მენახა ჩემი ბებია, რომელმაც ლანჩხუთში სახლ-კარი არ მიატოვა, თუმცა იცოდა, რომ შეიძლებოდა თავისიანები ვერასოდეს ენახა..." _  აცხადებდა რეჟებ ჟორდანია ინტერვიუში, რომელიც „გურია თუდეის“ ჟურნალისტმა მამუკა ქანთარიამ 2004 წელს ჩაწერა.

  • ნანახია: 335-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021