რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ტვ-პირველის ოპერატორი, რომელიც 5 ივლისის აქციაზე სასტიკად ცემეს, გარდაიცვალა
ტვ-პირველის ოპერატორი, რომელიც 5 ივლისის აქციაზე სასტიკად ცემეს, გარდაიცვალა
11-07-2021, 10:03

"ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას სახისა და თვალის ძვლები ჰქონდა დამტვრეული და ოპერაცია გაუკეთდა. ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ორი პირი, თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძე. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული - პროკურატურის ვერსიით ისინი ხელებით და ფეხებით, ასევე ბლაგვი საგნებით გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს და ამ გზით შეუშალეს ხელი, შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობა.
ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია ძალადობის ფაქტის გახსენებისას "ფორმულას" ეთერსი ყვება, რომ მათზე 20-მდე ადამაინი ძალადობდა, მათ შორის, სასულიერო პირი. ძალადობის შემთხვევის დროს, როცა ძალადობრივი ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისს არბევდნენ და მედიაზე ძალადობდნენ, თვალშისაცემი იყო სამართალდამცველების სიმწირე.
"გურია თუდეი" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და "ტვ პირველის" თანამშრომლებს.

  • ნანახია: 116-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker