3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
„ვეღარ დაგვატკბობ ტკბილი ხმით...“ _ ლანჩხუთს ხათუნა რუსიძე აღარ ჰყავს
„ვეღარ დაგვატკბობ ტკბილი ხმით...“ _ ლანჩხუთს ხათუნა რუსიძე აღარ ჰყავს
1-07-2021, 21:52

ლანჩხუთის სურსათის უვლებლობის სამსახურის უფროსი ხათუნა რუსიძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა  მედიკოსებმა მისი დროულად დადგენა, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს. ბოლო დღეებში მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა ახლობლები იმედს არ კარგავდნენ. ხათუნას მთელი ლანჩხუთი გულშემატკივრობდა, მაგრამ...
"გაგვიფრინდა ჩვენი ხათო, ვეღარ დაგვატკბობს თავისი ტკბილი ხმით, როგორი ბედნიერი იყო და რა ცოტა ხანს გაგრძელდა მისი ბედნიერება. უფალმა დააუმკვიდროს სასუფეველი“ _ წერს სოციალურ ქსელში მისი მეგობარი ეთო ჭყონია.
ასევე მეგობარსა და კოლეგას ემშვიდობება გურიის სურსათის უვნებლობის სააგენტოს უფროსი, გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინი შეწირული: "ჩემთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს "ხანა" ამითი სრულდება... სურათების გადაღება საერთოდ არ უყვარდა... უბრალოდ, არ ვიცი, რა ვთქვა... ჩემი მარიამის დედიკო, ჩემი პატარა ნათლულის, საუკეთესო, პროფესიონალი თანამშრომელი, უბრალოდ, კარგი ვეტერინარი... ხათუნა რუსიძემ დაგვტოვა დღეს. მთელი დღე ვციდლობ, რა დავწერო, მერე ვშლი... რატომ?“

  • ნანახია: 1 556-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021