3
რეკლამა N8
რეკლამა N2
ლანჩხუთელი აკადემიკოსი თამაზ კუნჭულია გარდაიცვალა
ლანჩხუთელი აკადემიკოსი თამაზ კუნჭულია გარდაიცვალა
1-07-2021, 17:56

ლანჩხუთისა და ოზურგეთის ყოფილი რაიკომის მდივანი თამაზ კუნჭულია გარდაიცვალა. ბატონი თამაზი გახლდათ ქვეყნის მასშტაბით გამორჩეული მეცნიერი სოფლის მეურნეობის დარგში. „ყველა სამეცნიერო რეგალიების მქონე, მაგრამ მთავარი - კაცის, ადამიანის გამორჩეული თვისებების მატარებელი ადამიანი, რომელსაც მე რაინდს ვუწოდებ, რადგან ყველა იმ თვისებითაა შემკული, რასაც ჩემთვის რაინდობა წარმოადგენს _ ესაა თამაზ ვასილის ძე კუნჭულია! მინდა მთავრობას, ხელისუფლებას გავაგებინო, რომ როგორც ეს ხანდაზმული ექიმები გამოადგა ქვეყანას და მათი ხელებისა და ტვინის შემყურე ვართ, ასეთივე და კიდევ უკეთესი გამოცდილება და წინადადებები ჰქონდა და აქვს ამ ადამიანს, რომ გაგეთვალისწინებინათ, ასეთ დღეში სოფლის მეურნეობა, კერძოდ, ჩაის კულტურა არ აღმოჩნდებოდა და ქართველი ერი თურქეთის ჩაის პლანტაციებს მონური შრომის ფასად არ შეესეოდა. გამოიყენეთ ეს უგანათლებულესი და უჭკვიანესი ადამიანი, მისი ტვინი, მისი ნაშრომები, სანამ არსებობს ამ ქვეყანაზე, ისევ ჩვენთვის, ისევ საქართველოსთვის, სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის“ _ რამდენიმე თვის წინ, „გურია თუდეისთან“ საუბარში განაცხადა ლანჩხუთის ყოფილმა მოსამართლე და ახლა მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, მაგული კუნჭულიამ.
„გურია თუდეი“ გამოთქვამს გულისტკივილს თამაზ კუნჭულიას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.
ფოტოზე: რაიკომის მდივანი თამაზ კუნჭულია ცკ-ს მაღალჩინოსნებს, მათ შორის პირველ მდივან ჯუმბერ პატიაშვილს მასპინძლობს (1988 წ.)

  • ნანახია: 570-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021