3
რეკლამა N8
რეკლამა N2
ლანჩხუთის წლის ეტალონი მოსწავლე გიორგი გიორგაძე გახდა!
ლანჩხუთის წლის ეტალონი მოსწავლე გიორგი გიორგაძე გახდა!
1-07-2021, 18:42

დღეს, ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა. ტიტული ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე გიორგი გიორგაძემ მოიპოვა. 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართა. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლო. 
ლანჩხუთელი მოსწავლეებისთვის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 29 ივნისს გაიმართა, სადაც შერჩეული 65 მოსწავლე ერთმანეთს „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრა. გამარჯვებული გიორგი გიორგაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით დასკვნით ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ასევე დისტანციურ რეჟიმში, ივლისში გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.
პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ლანჩხუთელი მოსწავლე „ეტალონის“ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპზე - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ. ამას გარდა, გიორგი გიორგაძეს ლანჩხუთის მერია 500 ლარის ოდენობით ფულად ჯილდოს გადასცემს.

  • ნანახია: 257-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021