3
რეკლამა N8
რეკლამა N2
„მიშო, ჩემო დიდო მონატრებავ...“ _ „გურიას“ მეკარის ტკივილიანი გახსენება
„მიშო, ჩემო დიდო მონატრებავ...“ _ „გურიას“ მეკარის ტკივილიანი გახსენება
29-06-2021, 21:46

"26 ბედნიერი წელი ნამდვილად ცოტა იყო ჩვენი დაძმური სიყვარულისთვის, Ჩემო 32 წლის ანგელოზო" _ ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში „გურიას“ ყოფილი მეკარის, მიშო გოგუაძის და, მედეა გოგუაძე აქვეყნებს.
მიშოს მამა გელოდი გოგუაძე იხსენებს:
_ მიშო, ჩემო დიდო ტკივილო და მონატრებავ, მეექვსედ ვხვდებით შენს დაბადების დღეს უშენოდ. ბედნიერებამ 26 წელი გაიმეტა ჩვენთვის, ჩემო მოუშუშებელო ტკივილო! 
ამბობენ, დრო მკურნალიაო, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. 
შვილის მონატრებაზე ძლიერი არაფერი არ არის ცხოვრებაში, ვერაფერი ვერ განკურნავს ამ დიდ ტკივილს. ამ სიცარიელეს ცოტათი მაინც სალბუნად ედება ის სიყვარული, რაც შენ დატოვე ახლობლებსა და მეგობრებში. მეამაყება, რომ ყველა ასე თბილად გიხსენებს, ყველას ძალიან აკლიხარ და ენატრები... ყველას ენანები... ყველას გული ატკინე... 
მეამაყება, რომ მიშო გოგუაძის მამა ვარ, ჩემო კეთილო ბიჭო!
ასეთი გულის პატრონს შენი მამა არ შეგეცოდა? მაგრამ უფალს საუკეთესოები მიჰყავსო და რაც შენ გამიფრინდი, ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი. 
შენზე ფიქრით ღამდება და თენდება, მამი და იცოდე, შენს სახელს დავიწყება არ უწერია. 
ღმერთს ვთხოვ ნათელში მიმყოფოს ჩემი მიშოს კეთილი სული!
დაბადების დღეს გილოცავ, მამი!
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 1-ელ ოქტომბერს, „გურიას“ მეკარე მიშო გოგუაძე ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.

  • ნანახია: 607-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021