3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ლანჩხუთელი პოეტის, ჯემალ დობორჯგინიძის ქალიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
ლანჩხუთელი პოეტის, ჯემალ დობორჯგინიძის ქალიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა
20-06-2021, 18:11

ლანჩხუთელთა უსაყვარლესი პოეტის, ჯემალ დობორჯგინიძის ქალიშვილი ნინო დობორჯგინიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თემურ მარშანიშვილი წერს:
„კიდევ ერთი კარგი ადამიანი შეიწირა კორონამ. გარდაიცვალა პოეტ ჯემალ დობორჯგინიძის ქალიშვილი ნინო დობორჯგინიძე-კვინჩხაძე. ეს სამწუხარო ამბავი ახლახან ბატონმა ჯემალმა ტელეფონით მაცნობა. ნინო გარკვეული დროის განმავლობაში ტელეკომპანია "გურიაში" მუშაობდა, შემდეგ ახალციხეში გათხოვდა ხვიჩა კვინჩხაძეზე და კულტურის სფეროში განაგრძობდა შრომით საქმიანობას. ნინოს და ხვიჩას სამი შვილი ჰყავთ. ნინოს სახით, უკეთილშობილესი ადამიანი, ღირსეული პიროვნება და კარგი მეგობარი დავკარგეთ. თანაგიგრძნობთ ყველას. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს ჩვენს ნინოს".
"გურია თუდეი" გამოთქვამს გულისტკივილს ნინო დობორჯგინიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მამას _ ჯემალ დობორჯგინიძეს, ძმას _ ზაზა დობორჯგინიძეს და ყველა ახლობელს.

  • ნანახია: 513-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021