რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ლანჩხუთის ორ სოფელში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს
ლანჩხუთის ორ სოფელში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს
8-06-2021, 22:45

გურიის გუბერნატორმა გიორგი სახოკიამ კოვიდის რეგიონული შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად განიხილა ეპიდვითარება რეგიონში. შეხვედრის აუცილებლობა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ საყურადღებო მდგომარეობაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: მამათსა და სუფსაში, სადაც მასობრივი ტესტირება დაიწყო. 
ლანჩხუთის ორ სოფელში ფართომასშტაბიან კვლევებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგები ატარებენ. სოფელ მამათში ამის მიზეზი, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, სარიტუალო ღინისძიება, ე. წ. ორმოცი გახდა, სადაც ღონისძიებაზე მყოფი ადამიანთა ნაწილი ერთდროლად დაინფიცირდა. ჯამში მამათში დღეს 14 ინფიცირებული პირია გამოვლენილი. რაც შეეხება სუფსას, აქ დაინფიცირებულთა მატება (ჯამში 12 ინფიცირებული) ოჯახურმა კონტაქტებმა გამოიწვია. 
ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნატო მენაღარიშვილის თქმით,  ბოლო  2 კვირის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. „მამათში ჩატარებულია 56 პირის გამოკვლევა და 1 აღმოჩნდა დადებითი, სუფსაში 33 ტესტი ჩატარდა და აქაც 1-ია დადებითი. მამათში სულ დაფიქსირებულია 14, სუფსაში კი 13 ინფიცირების შემთხვევა. ამ ეტაპზე, როცა ზოგადად ინფიცირების შემთხვევების კლებაა და სხვა სოფლებში თითო-ოროლა შემთხვევა ფიქსირდება, ეს მონაცემები მასიურად გამოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ დამატებითი კვლევის ჩატარება. სასწავლო პროცესს რაც შეეხება,  მამათში საბავშვო ბაღი შეჩერებულია, რადგან ბაღის თანამშრომელს დაუდასტურდა ინფიცირება. რაც შეეხება სუფსას, ორი კლასია დისტანციურზე გადასული პედაგოგის ინფიცირების გამო" _ განუცხადა www.gurianews.com-ს ნატო მენაღარიშვილმა.
ბოლო ცნობებით, საერთო ჯამში, გურიის რეგიონში, ამ დროისთვის, ინფიცირებულია 8107 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 7847, აქტიური შემთხვევაა 141,  ხოლო გარდაიცვალა 119 პაციენტი.

  • ნანახია: 201-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker