რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ლანჩხუთს ღიმილიანი ქალბატონი აღარ ჰყავს... თამრიკო წერეთელი გარდაიცვალა
ლანჩხუთს ღიმილიანი ქალბატონი აღარ ჰყავს... თამრიკო წერეთელი გარდაიცვალა
31-05-2021, 22:00

ლანჩხუთი კიდევ ერთ გამორჩეულ ქალბატონს ეთხოვება. თითქმის ერთი თვეა, ჩვენი ქალაქი კეთილ და ღიმილიანი ქალბატონს, თამრიკო წერეთელს გულშემატკივრობდა, მაგრამ სამწუხაროდ, კორონავირუსისგან გამოწვეულმა გართულებებმა მისი სიცოცხლე შეიწირა.

„ჩემი პაწაწინა დედა აღარ მყავს“ _ წერს სოციალურ ქსელში მისი შვილი, თამთა ჩხაიძე.
მართლაც გამორჩეულ ქალბატონს მეგობრები ემშვიდობებიან.
ნარგიზ სარჯველაძე: „ჩემო ბავშვობის ამხანაგო და კლასელო, ჩემო კეთილშობილო თამრო, ეს რა უბედურება დაგვატყდა. სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ისე ძლიერ მტკივა შენი გარდაცვალება. ნამდვილი ქართველი ქალი, მეუღლე და უსაზღვროდ შეყვარებული შენს შვილზე. როგორ ელოდებოდი ბებიობას, თუმცა არ დაგცალდა, ჩემო საცოდავო თამრო. ვიზიარებ ოჯახის უდიდეს ტკივილს და ვუსურვებ გამძლეობას".
იამზე ჩხაიძე: "გული ჩამწყვიტე, ჩემო უკარგესო თამრო. შენ იყავი მისაბაძი დედა, მეუღლე, მეგობარი და უბრალოდ, ძალიან კარგი ადამიანი... დააკლდები - ოჯახს, სამეგობროს, ლანჩხუთს... უფალო, უმორჩილესად გთხოვთ - ჩვენს თამაროს დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი“.
ირინა მახარაძე: "კიდევ ერთი კარგი ქალბატონი წაართვა კორონავირუსმა ლანჩხუთს რაიონს, ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს. საუკეთესოთა შორის საუკეთესო ადამიანი, კარგი დედა და მეუღლე, უანგარო და დაუზარებელი მეზობელი, უტყუარი მეგობარი... აი ასეთი იყო ჩემი ბავშვობის მეგობარი და მეზობელი თამარ წერეთელი. ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ დიდ მწუხარებას და ტკივილს, რასაც განვიცდი. როგორ მჯეროდა, რომ შენ ვერ გაჯობებდა კორონა, მეგონა, დაამარცხებდი და დაბრუნდებოდი შენს ოჯახში, სადაც დიდი სიხარული გელოდა... შენ ხომ ახლა ბებია გახდი. ვიზიარებ ოჯახის დიდ მწუხარებას“.
„გურია თუდეი“ გამოთქვამს გულისტკივილს თამარ წერეთლის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

  • ნანახია: 2 259-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker