რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
"დასანანია, რომ ცხოვრების შუა გზაზე დატოვე შენი ოჯახი" _ შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ლანჩხუთის კლინიკის თანამშრომლები
"დასანანია, რომ ცხოვრების შუა გზაზე დატოვე შენი ოჯახი" _ შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ლანჩხუთის კლინიკის თანამშრომლები
20-04-2021, 11:11

კიდევ ერთი ღირსეული ქალბატონი გამოაკლდა ექიმთა საზოგადოებას. ქალბატონი, რომელიც ალამაზებდა ქალაქს, უფლის რწმენას და სიძლიერეს გვმატებდა თითოეულ ჩვენგანს. 
ქალბატონი, რომელსაც უამრავი პაციენტი დაუამებია, ჩვილი გაუზრდია და ოჯახებისთვის იმედად გამხდარა. მტკიცე ხასიათი, უსამართლობის მიმართ შეურიგებელი, ღრმად მორწმუნე - გამორჩეულს ხდიდა ქეთევანს. იგი მტკივნეულად განიცდიდა სხვის გაჭირვებას, პრობლემებს და ცდილობდა ღირსეული გამოსავლის პოვნას. ის იყო საუკეთესო მეუღლე და დედა. სიხარულით ელოდებოდა იმ დღეს, როცა შვილიშვილს ხელში აიყვანდა და ბებოს სიყვარულით მოეფერებოდა, მათი სიხარულით იხარებდა.
დასანანია, რომ ცხოვრების შუა გზაზე დატოვე შენი ოჯახი, ქეთინო, საყვარელი ხალხი. დაგვტოვე ჩვენ, შენი კოლეგები და მეგობრები.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ყველა ახლობელს.
უფალს ებარებოდე, ჩვენო საყვარელო ადამიანო.
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ლანჩხუთის კლინიკის თანამშრომლები

  • ნანახია: 107-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker