3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
რა ვერსიები ვრცელდება ლანჩხუთის გარეუბანში პოლიციელთა მობილიზებაზე
რა ვერსიები ვრცელდება ლანჩხუთის გარეუბანში პოლიციელთა მობილიზებაზე
23-05-2021, 07:36

„გურია თუდეი“ ცდილობს დაადგინოს, რამ გამოიწვია სამართალდამცველთა მობილიზება ლანჩხუთის გარეუბანში, ე.წ. „ზაგოზერნოს“ ყოფილ ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილი უკვე დატოვეს მიკროავტობუსმა და პოლიციის ავტომობილებმა. თუმცა ერთი ჯგუფი ადგილზე იმყოფება და ტერიტორიას იცავს, სავარაუდოდ, ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან.
ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. ადგილზე ვრცელდება ორი ვერსია _ ერთის მიხედვით, ადგილი სუიციდის შემთხვევას ჰქონდა, მეორე ვერსიით კი, ადგილზე მოკლული ახალგაზრდა ნახეს. „წესით, აქ თავის მოსაკლავად არავინ მოვიდოდა... ისიც თქვეს, ბავშვია მოკლულიო, მაგრამ რეალურად არავინ იცის, რა მოხდა. მიკროავტობუსის უკანა კარი ღია იყო, მაგრამ ხედავთ, ირგვლივ პოლიციის მანქანებია და მეტი ვერაფერი დავინახეთ...“ _ აცხადებენ თვითმხილველები.
თუმცა შემთხვევის ადგილზე არ მოსულა არც სასწრაფო დახმარების ბრიგადა და არც ექსპერტიზის ბიუროს ამოსაცნობი ნიშნით ავტომობილი, რაც, ფაქტობრივად, გამორიცხავს ვარაუდს, რომ ადგილზე გარდაცვლილი ნახეს.
პ.ს. ბოლო ინფორმაციით, სამწუხაროდ. ერთ-ერთი ვერსია დადასტურდა _ 17 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი ცხედარი ბათუმში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ეს მეორე შემთხვევაა ბოლო დღეებში, როცა ლანჩხუთში არასრუწლოვანმა სუიციდი განახორციელა.
„გურია თუდეი“ გამოთქვამს გულისტკივილს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

  • ნანახია: 1 801-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021