რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
„ნეტა, მართლა ვინმე უნდა მოკვდეს?“ _ მორიგი ავარია ლანჩხუთის ცენტრში
„ნეტა, მართლა ვინმე უნდა მოკვდეს?“ _ მორიგი ავარია ლანჩხუთის ცენტრში
20-04-2021, 21:49

წერე და იკითხე! _ ყველაზე კარგად ლანჩხუთში ეს ავტობანთან დაკავშირებულ საკითხს ეხება. კონკრეტულად ჩქაროსნული მაგისტრალის ძველ მაგისტრალთან შეერთების ადგილს, რომელიც პირველი საჯარო სკოლისა და „მედალფას“ კლინიკის მიმდებარედ მდებარეობს. მხოლოდ "გურია თუდეის" 10-ზე მეტი სტატია ექნება დაწერილი, საგანგაშო სტატისტიკით, მაგრამ საქმის გამოსწორებაზე არავინ ზრუნავს. თითქოს შესაბამისი სამსახურები ჩამოვიდნენ და ადგილზე ნახეს ვითარება, გამოსწორებასაც დაგვპირდნენ, მაგრამ მხოლოდ დაპირებად დარჩა...
დღეს საღამოსაც მორიგჯერ გადავურჩით ტრაგიკულ დასასრულს _ ავტობანიდან მომავალმა "სუბარუს" ჯიპმა ბათუმისკენ მოხვევის ნაცვლად პირდაპირზე, მაჩხვარეთისკენ "გააჭრა" და პირველი საჯარო სკოლის წინ მიმავალ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. საბედნიეროდ, მხოლოდ "სუბარუს" მგზავრს დასჭირდა ექიმების დახმარება, ისიც მიღებული შიშის გამო.
ნეტა, მართლა ვინმე უნდა მოკვდეს, ეს სასაკლაო რომ მოგვაშორონ???

  • ნანახია: 324-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021 ავტორი: Project Maker