3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
გვიშველეთ! - მორიგი ავარია ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლასთან
გვიშველეთ! - მორიგი ავარია ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლასთან
6-04-2021, 18:30

დღეს მორიგი ავარია მოხდა ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლასა და "მედალფას" კლინიკის მიმდებარედ - მთავარ მაგისტრალზე, სადაც ავტობანთან დამაკავშირებელი გზა უერთდება, "ტოიოტა ქამრი" ჯერ "ტოიოტას" ჯიპს შეეჯახა, შემდეგ კი განათების ბოძს და სანიაღვრე არხთან შეჩერდა. თავის მხრივ, წონასწორობა დაკარგული ჯიპი 5-სართულიანი ბინის ეზოში შევარდა და იქვე მდგომ ტაქსს შეეჯახა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. სამივე ავტობილი ძალიან დაზიანდა.
თვითმხილველთა თქმით, "ქამრი" ავტობანიდან მთავარ მაგისტრალზე ამოდიოდა და მარჯვნივ სვლის ნაცვლად "პირდაპირ გააჭრა", რასაც მთავარ მაგისტრალზე მოძრავ ჯიპთან შეჯახება მოჰყვა. თუმცა "ქამრის" მგზავრების თქმით, ისინიც მთავარ მაგისტრალზე ბათუმის მიმართულებით მოძრაობდნენ.
"დაწერეთ, როგორმე ყურადღება მოგვაქციონ. რა უბედურებაა, უკვე რამდენი ავარიაა, როდემდე უნდა ვუყუროთ ამ საშინელებას? სანამ აქ ვინმე არ მოკვდება, არაფერს შეცვლით? აქ პატრული ჯარიმებზე ნუკი ფიქრობს, ამ საკითხის მოგვარებაზე იზრუნონ" - აცხადებს მოსახლეობა.

  • ნანახია: 559-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021