3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ვასილ ჩიგოგიძე - „ქართული ოცნების" კანდიდატი გურიაში
ვასილ ჩიგოგიძე - „ქართული ოცნების" კანდიდატი გურიაში
2-10-2020, 21:26

ვასილ ჩიგოგიძე ხიდისთაველია. ის ტრადიციულ ქართულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ოჯახის ნანატრ ბიჭს ბავშვობაში გურული ბებიები განსაკუთრებულად ანებივრებდნენ.
სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა საქართველოს მაშინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ახლა ტექნიკური უნივერსიტეტი) გააგრძელა, თუმცა მანამდე იყო სამხედრო სამსახური უკრაინაში, სადაც ისე გამოიჩინა თავი, რომ სკოლაში სამადლობელო წერილებსაც კი აგზავნიდნენ.
მერე იყო ბიზნესი და პირველი კომპანია „საბა 21", რომელსაც ქართული კონიაკი რუსეთში საექსპორტოდ გაჰქონდა.
ვასილ ჩიგოგიძე მეექვსე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრიც იყო, ჩოხატაურის რაიონიდან. მას ჩოხატაურებელების 99 პროცენტმა დაუჭირა მხარი. სწორედ მისი მხარდაჭერით განხორციელდა არაერთი დიდი პროექტი ჩოხატაურში. როცა ე.წ. „ვრდების რევოლუცია" მოხდა და სათავეში ნაციონალური მოძრაობა მოვიდა, ვასილ ჩიგოგიძე, სწორედ პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გამო, ვერ მიატოვა ამომრჩევლები და ბოლომდე მათი ინტერესების დამცველი გახდა.
ვასილ ჩიგოგიძემ საკუთარი ფინანსებით მოახერხა ჩოხატაურის გაზიფიცირება და გურიის რეგიონში ჩოხატაური პირველი იყო, სადაც ბუნებრივი აირის ცისფერი ალი აგიზგიზდა.
ვასილ ჩიგოგიძე „ნაციონალური მოძრაობის" კლანჭების მსხვერპლიც იყო, დაიჭირეს გამოგონილი ბრალდებით და ორთვიან პატიმრობაც მიესაჯა, თუმცა ციხიდან ორ დღეში გამოვიდა, საპროცესო შეთანხმებით.
ახლა ამ ადამიანის უმთავრესი მიზანია გურიის რეგიონის კიდევ  უფრო წარმატებული გახდეს, მისი ხელშეწყობით განხორციელდეს არაერთი კარგი პროექტი, რადგან გურიას აქვს საამისო პოტენციალი.
დღეს გურიაში, როგორც ყველგან, მთავარი გამოწვევა უმუშევრობაა. ვასილ ჩიგოგიძის სურვილია, მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა, რომ რაც შეიძლება ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნას და ადგილობრივი კადრები დასაქმდეს.
მცირე რამ ვასილ ჩიგოგიძის ბიოგრაფიიდან
პირველი მეუღლე დაოჯახებიდან სამ წელში გარდაიცვალა. დარჩა ორი ვაჟი, გიორგი და დემნა. 12 წლის მანძილზე ოჯახი არ შეუქმნია. ერთ-ერთ შეხვედრაზე ახლობელმა მომიყვა: ყოველთვის, როცა ჩემი ახლობლის სასაფლაოზე მივდიოდი, ვხედავდი უზარმაზარ ვარდებში ჩაფლულ ულამაზეს საფლავს. როცა უნდა ავსულიყავი, წელიწადის რომელ დროსაც ჩემი ახლობლის საფლავზე, ის განსაკუთრებული სასაფლაო სულ ვარდებში იყო ჩაფლული. ბოლოს მომვლელს ვკითხე, ვისი საფლავია, სეზონის მიუხედავად სულ ყვავილებში რომაა მეთქი. ვასილ ჩიგოგიძის მეუღლისო. მაშინ მივხვდი ეს ადამიანი რამხელა სულიერების მატარებელი იყოო, მითხრა ქალბატონმა.
მხოლოდ 12 წლის შემდეგ შეძლო ვასილ ჩიგოგიძემ ცხოვრების ხელახლა დაწყება და დღეს მას გვერდს ულამაზესი ქალბატონი ირინა ბაქრაძე უმშვენებს. ოჯახი არის კიდეც ვასილ ჩიგოგიძის ნავსაყუდელი, სადაც სიმშვიდე, სიყვარული და ურთიერთგაგება სუფევს.
მეორე ეპიზოდიც მახსენდება:
ერთხელ  ფეისბუქსტატუსად ვწერდი ბატონ ვასილზე, ინტერნეტში ვეძებდი მასალებს და სადღაც ასეთ კომენტარს გადავაწყდი:
`ბ-ნი ვასო ჩოხატაურის დეპუტატი იყო ყველაზე ძნელბედობის ჟამს.სტიქიისაგან დანგრეული ხიდები, გზები, დამფრთხალი და შეშინებული მოსახლეობა, არა ბიუჯეტი. მაშინ ამ ადამიანმა შეძლო ყველას ჭირისუფალი ყოფილიყო, ყველა დაემშვიდებინა და გვერდში დადგომოდა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის თანხები საერთოდ არ იყო და ბატონი ვასილი უმეტეს შემთხვევაში თვითონ და მეგობრების დახმარებით წყვეტდა საკითხებს, აგვარებდა გზების, სკოლების და ბაღების გადახურვის საკითხებს, მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს, სამედიცინო დახმარებას და სხვ. მახსოვს ჩოხატაურში უმძიმესი ავარია მოხდა, პატარა გოგონას ვერ შველოდნენ, საჭირო იყო სასწრაფოდ გადაფრენა თბილისში. ყველამ ხელები ჩამოუშვა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც დილის 4 საათზე, შეიძლება ითქვას, ფოსტლებით მიირბინა სამხედრო აეროპორტში, ვეტრფრენი იქირავა, პატარა თბილისში გადააფრინა და ამ ქმედებით გადაარჩინა კიდეც , ვასილ ჩიგოგიძე იყო&ქუოტ; - ხანდახან ერთი ქმედებაც კი საკმარისია ადამიანის სულიერი სამყაროს გასაცნობად...
ძნელია წერო ვასილ ჩიგოგიძეზე და მისი ქველომქმედება არ გაიხსენო. მის სახელს უკავშირდება ჩოხატაურში არაერთი კარგი პროექტი, საბავშვო ბაღების თუ სტადიონების რეაბილიტაცია. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა და აქცევს  ეკლესია-მონასტრებს, შეჭირვებულ მოსახლეობას, ხელოვნების მუშაკებს.
ვასილ ჩიგოგიძის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება მაინც კავკასიის უნივერსიტეტია, როგორც ცოდნის გამორჩეული ტაძარი.
ასეთია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გურიაში, ვასილ ჩიგოგიძე, რომელსაც ირაკლი კობახიძემ რეგიონის გამორჩეული წარმომადგენელი უწოდა.

  • ნანახია: 200-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021