3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
ლანჩხუთის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელები შტაბში დაიბარეს?
ლანჩხუთის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელები შტაბში დაიბარეს?
15-09-2020, 21:21

ლანჩხუთში ოპოზიცია ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ სახელისუფლო რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ შტაბში დაბარებული ჰყავდათ საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები და ავალებდნენ მათ ხმების მობილიზებას.
„ამ წუთებში „ქართული ოცნების“ შტაბში დაბარებული ჰყავთ საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები და მათ ავალებენ თითოეულ თანამშრომელზე 10-10 ხმის მოგროვებას. ჩვენი ინფორმაცია უტყუარია და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხელისუფლება ასეთ ხერხებს მიმართავს. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ კვლავ იყენებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რასაც ჰქვია სახელისუფლო რესურსის გამოყენება და ზეწოლა ადამიანებზე“ - განაცხადა ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი მარშანიშვილმა.
ლანჩხუთელი „ევროპელების“ კიდევ ერთმა ლიდერმა, რამაზ გვარჯალაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ხვდება დაბალი რეიტინგი აქვს და ყველაფერზე მიდის: „გამორიცხულია, ისინი რამემ გადაარჩინოს და ეს მეთოდებიც ამაზე მეტყველებს, რომ ყველაფერს კადრულობენ. იმედი მაქვს, რომ  ადამიანები, ვისაც იბარებენ და ხმების მოძიებას ავალებენ, სინდისის კარნახით იმოქმედებენ და არ წავლენ თანამშრომლების ტერორზე. დღეს შეუძლებელია, ასეთი ბინძური ხერხებით რამეს მიაღწიონ და გარდაუვალია, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოშორდება. ეს მოხდება მშვიდობიანად, არჩევნების გზით და ამას ვერ შეაჩერებს შეშინებული მმართველი პარტიის ასეთი ზეწოლა, პირიქით, ეს მათთვის უკუშედეგს გამოიწვევს და ისინი აუცილებლად ჩამოშორდებიან ხელისუფლებას“.
თავისი პოზიცია დააფიქსირა „ევროპული საქართველოს“ ახალმა სახემ, ვლადიმერ ჩხაიძემაც. მან მეთოდები დაუწუნა „ქართულ ოცნებას“: „მე არასდროს ვყოფილვარ არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაცმოძრაობის“ წევრი. რომ გაიძახიან, „პირსისხლიან 9 წელს“, რაღა მახინჯ მეთოდებში ბაძავენ და უარესსაც სჩადიან.  ეს არის შეურაცხყოფა და დანაშაული, დაიბარონ რომელიმე სამსახურის უფროსი ან თანამშრომელი და დაავალონ ხმების მოტანა. უამრავ შეცდომას კიდევ უმატებენ ყოველდღიურად, დამიჯერეთ ეს მათ უკუშედეგს მოუტანს! რისთვისაც აკრიტიკებდნენ „ნაცმოძრაობას“ და რომ ვიცით, ეს იყო ცუდი, იგივე რატომ უნდა გაიმეორო?“ _ განაცხადა ჩხაიძემ.
რა თქმა უნდა, ბრიფინგიდან პირდაპირ „ქართული ოცნების“ შტაბში მივედით, სადაც მხოლოდ შტაბის წევრები დაგვხვდნენ. შტაბის უფროსმა, ბესიკ ტაბიძემ განაცხადა, რომ ინფორმაცია არასწორია. მანვე ოფისი დაგვათვალიერებინა და ნამდვილად ჩვენი მისვლისას, იქ არც ერთი ბაღის ხელმძღვანელი არ შეგვინიშნავს.
ჩვენ დავუკავშირდით „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივ ოფისს, სადაც გვითხრეს, რომ უტყუარი ფაქტები აქვთ და უბრალოდ, ბრიფინგისა და შტაბიდან შტაბში მისვლის დროში შეხვედრა დასრულდა და ამიტომაც არავინ დაგვხვდა „ოცნების“ ოფისში.

  • ნანახია: 115-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021