3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
„რეჟისორმა ლანჩხუთური პროვინციალიზმი დაამარცხა!!!“
„რეჟისორმა ლანჩხუთური პროვინციალიზმი დაამარცხა!!!“
1-09-2020, 21:19

ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრმა დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა ღია ცის ქვეშ, ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმში, გურული ოდის ფონზე გამართა. სპექტაკლი ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა. აზნაურ დარისპან ქარსიძის საკმაოდ რთული ყოფა-ცხოვრება დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით  რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ დადგა. „ძალიან მოკლე დროში დაიდგა სპექტაკლი. სწორი გუნდი შეიკრიბა, მთელი სამსახური მუშაობდა, რათა ეს სპექტაკლი გამოსულიყო ისეთი, როგორიც გამოვიდა. ჩემთვის ეს პირველი სპექტაკლია ლანჩხუთში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორ მიიღებდა მას მაყურებელი“ - განაცხადა რეჟისორმა.

პრემიერას ლანჩხუთის მაჟორიტარი ნინო წილოსანი, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ასევე აჭარის მთავრობის მაღალჩინოსნები.
აი, რას ამბობს ხელოვნებისა და ზოგადად, ნიჭიერების უბადლო შემფასებელი მარინე ბარამიძე სპექტაკლის შესახებ:
16 აგვისტოს წარმოდგენილი სპექტაკლის პრემიერა დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ ღია ცის ქვეშ, ბრწყინვალედ შედგა. ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ამ ცნობილი პიესის ეზოს გარემოში ასეთი ორიგინალური წარმოდგენა. ამომწურავად იყო გამოყენებული „ბუნებრივი დეკორაციები“...
ძნელია შეეჭიდო სცენაზე ქართულ კლასიკას. ამისთვის, ალბათ, ახალგაზრდა რეჟისორს თავხედობაც სჭირდებოდა _ კარგი გაგებით და არა საწყენად ვწერ. მით უმეტეს მაშინ, როცა ეს კლასიკური პიესა პოპულარულია სცენაზე, სკოლაში ისწავლებოდა, პუბლიკისთვის ნაცნობია და დარბაზში ხომ ფილოლოგებიც ისხდნენ.
ყველაფერი მოსაწონი იყო ამ სპექტაკლში. თუნდაც რიტმი. მე მახსოვს თბილისის რუსთაველის თეატრში „სამანიშვილის დედინაცვალი“ ვნახე. როლებს ასრულებდნენ რამაზ ჩხიკვაძე და სხვა იმ დროის პოპულარული მსახიობები. ჩემს გვერდით სავარძელში დავითის შვილი, პატარა ჩია მოხუცი, ბატონი სერგო მორიდებულად იჯდა. გულმოდგინედ ვუყურებდი სპექტაკლს. მახსოვს, რაღაც მომენტში რიტმი შენელდა და სპექტაკლმა დაკარგა თავისი იერი.
აქ კი ეს რიტმი არ შენელებულა. სადაც რიტმია, იქაა ხასიათიც. და სპექტაკლში ეს იმერული ხასიათი, გამოკვეთილი მწერლის მიერ შენარჩუნებული იყო სპექტაკლის მიმდინარეობის მანძილზე.
ეს პირველ რიგში რეჟისორის დამსახურებაა. გამაოცა ახალგაზრდების მაღალი აქტიორული პროფესიონალიზმით (რაც დღეს, სამწუხაროდ, დაკარგულია ქართულ სცენასა და კინოში) გახსნილმა სახეებმა. თან მათ, რამდენადაც ვიცი, თეატრალური განათლება არ აქვთ, ყოველ შემთხვევაში ყველას არ აქვს.
ყველა მსახიობი შესანიშნავი იყო. მაგრამ მე მაინც გამოვყოფდი „კაროჟნას“ როლის შემსრულებელ გოგონას, გვარად გოგუაძეს. სახელი კი არ ვიცი.
გამაოცა პიესისადმი რეჟისორის ახლებურმა მიდგომამ, თან ისე, რომ პიესის მთავარი შინაარსი და ისტერიული ხასიათი არც კი დარღვეულა; თვალსაწიერმა, ხომ უნდა დაინახო ყველა მსახიობის, რომელიც სცენის სხვადასხვა კუთხეში იმყოფება, ჟესტიკულაცია, მანერა, ერთ ფოკუსში მოაქციო და მისცე მათ შენიშვნა თუ კი ეს საჭიროა. თან მთლიანობა არ უნდა დაირღვეს.
აღსანიშნავია კარგი თეატრალური კოსტუმები, რეჟისორის გემოვნება ყველა სფეროში, მიგნებული მოკლე ქორეოგრაფიული მომენტები, აქსესუარები, მიზანსცენები.
ლანჩხუთში არტისტული ნიჭით დაჯილდოებული ბევრი ახალგაზრდაა. მიხარია, რომ მათ თეატრისკენ მისასვლელი გზა თავისუფალი აქვთ, რადგანაც იქ დახვდებათ ნიჭიერი, თავბდაბალი, ახალგაზრდა რეჟისორი ქალაქური ხასიათით, მდიდრული უბრალოებით _ ბატონი ოთარ ქათამაძე.
თეატრალურ დასს და ლანჩხუთის მთელ საზოგადოებას გილოცავთ ამ წარმატებას. ეს ერთი და სხვა მრავალი.
ბატონ დავით წერეთელს შევამჩნიე, რომ მას შეუძლია ლანჩხუთის კლასიკური თეატრის დაარსება და ეს შენობა არ იქნება არც კულტურის სახლი და მით უმეტეს, სოფლის კლუბი. ეს იქნება კლასიკური ქართული თეატრი. გისურვებთ წარმატებებს!


  • ნანახია: 109-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021