3
რეკლამა N8
რეკლამა N1
რეკლამა N2
„გურულია, მწარე ენით, მტერს არ ვუსურვებ მის ყბაში ჩავარდნას!“
„გურულია, მწარე ენით, მტერს არ ვუსურვებ მის ყბაში ჩავარდნას!“
20-08-2020, 21:18

გუშინ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ლანჩხუთელ ამომრჩეველს  ქალაქის ცენტრალურ პარკში გურიის საარჩევნო ოლქში  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი წარუდგინა.
მანამდე კი შეხვედრაზე მისულებს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრა, რაც ყოველდღიურ რეალობაში ადამიანებს აწუხებთ და კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზეც გააკეთა აქცენტი.
„ნურავინ იფიქრებს, რომ ჩემს ერთ ხმას აზრი არ აქვსო _ სწორედ ამ თითო ხმებით დგება მილიონი ხმაც და არჩევნებზე არმისვლა სწორედ საჩუქარია ხელისუფლებისთვის“ _ თქვა ბაქრაძემ და გურულებს იმ პრობლემის შესახებაც ესაუბრა, რაც თურქეთში სამუშაოდ წასვლაში კორონავირუსის გამო შეიქმნა: „ამით ხელისუფლება ამბობს, რომ თითქოს ეხმარება მოსახლეობას და თხოვს საბუთს თურქეთიდან. საბუთს რომ აძლევდნენ, მაშინ ხელფასიც მეტი უნდა მისცენ და ეს სულაც არ აწყობთ დამსაქმებლებს, რომელსაც იაფი მუშახელი სჭირდება. ან საბუთი როცა ექნება, კორონასგან დაცული იქნება? რა ლოგიკაა ეს?“
მან თავის პარტიაზე არანაკლებ საერთო ოპოზიციურ ერთიანობას გაუკეთა რეკლამა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ერთი პარტია ვერ დაამარცხებს და ეს ოპოზიციურ კოალიციას ძალუძს.
„ამბობენ, რომ ხელისუფლებას ჰყავს კუდი, სუსი, სამინისტროები, დიდი რესურსი და მისი დამარცხება შეუძლებელია. გინახავთ სადმე ხელისუფლება, ვისაც ეს რესურსი არ აქვს? 2012 წელს ჩვენც გვყავდა კუდი და სუსი, გაცილებით მაგარი ხელისუფლება ვიყავით, მაგრამ ხალხმა გვითხრა მაგარი არა. ასეა, სუსი და კუდი კი არა, არჩევნების ბედს ხალხი წყვეტს“ _ თქვა ბაქრაძემ.
მან კანდიდატის წარდგენისას ხათუნა გოგორიშვილის გურულ ხასიათს გაუსვა ხაზი: „ნამდვილი გურულია ჭკუით, იუმორით, ენის სიმწარითაც... წარმომიდგენია, თქვენს პრობლემას როგორ მიიტანს სამინისტროებში, ჩემი მტერი ჩავარდა ამის ყბაში. ის ვერ დაგპირდებათ ფულის დარიგებას, მაგრამ იქნება თქვენი ძალიან მაგარი მხარდამჭერი! ახლა 41 მილიონერი რომ გვყავს პარლამენტში, ეს უნდა დასრულდეს, რამეთუ მილიონერი იქ შედის თავისი ფულის დასაცავად! არ მეგონა, თუ ხათუნას რამე გამოცდილი არ ჰქონდა, 30 წელია პოლიტიკაშია და პირველად არის მაჟორიტარობის კანდიდატი“.
თავად ხათუნა გოგორიშვილმაც ამომრჩევლებთან საუბარი თავისი გურულობით დაიწყო „ნამდვილი გურული ვარ. მართლაც ჩემი მტერი ჩავარდა ჩემს ყბაში, თუ რამე დავიწყე, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანო. აქ რომ მოვდიოდი, ერთმა მოხუცმა ქალბატონმა მითხრა _ ნენა, ვერ მუალთ შეხვედრაზე, საცხა იქანე ჩემი შვილი მუშაობს და გამოაგდებენ. არ მინდა შეხვედრაზე მოსვლა, მოდით არჩევნებზე და მხარი დაგვიჭირეთ. ჩემს ძვირფას გურულებს გპირდებით, რომ თქვენი დამცველი და გვერდში მდგომი ვიქნები!“ _ თქვა კანდიდატმა.

  • ნანახია: 100-ჯერ
  • ბოლო ნომერი
    18.03.2021
    სხვა ნომრები
    ჩვენ უკვე 12 000 ვართ
        გამოკითხვა
    რა მიგაჩნიათ ლანჩხუთის მთავარ პრობლემად?
  • რეკლამა N7
    გურია today ყველა უფლება დაცულია © 2021